დავითაშვილმა დონარუმას გაუტანა - "სენტ-ეტიენი" პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე ლიდერ პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც „რეიმსთან“ მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტში შეეძლო გატანა, მაგრამ დონარუმას კარს ოდნავ ააცილა ბურთი. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და დემბელემ დედაქალაქელები დააწინაურა. ცოტა ხანში მან პენალტით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში დავითაშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში შეამცირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 16 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის 87-ე წუთზე
რატომღაც შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.

„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 19 იანვარს „ნანტს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (23), 2:1 დავითაშვილი (64)

altდღეს - ზურიკო პსჟ-ს წინააღმდეგ და "ქოჩორას" მატჩი - ის, რასაც სამი წელია ვწერდით, სრულდება?!

მკითხველის კომენტარები / 5 /
დავითაშვილი პსჟ არ უნდა! ბევრად იეფია ვიდრე კვარაცხელია! ან საერთოდ აიყვანონ კვარაცხელიაც, დავითაშვილიც და მიქაუტაძეც! ფინანსები არა აქვთ თუ რა! შეათამაშდება საქართველოს ნაკრების თავდასხმა იდეალურად!
მწვრთნელი
12:44 13-01-2025
0
გუშინ როგორც ვთქვი ისე დაჯდა, წააგეს, მაგრამ ზურიკოს გოლი ორ ბურთად ღირდა. აი, ხვიჩა მადარდებს ცოტათი. ძლიერი კონკურენტი ეყოლება პსჟ-ში, ზუსტად ლეაოს ტიპის და სტილისაა ეგ ბროკალო თუ ბროკოლაა. როგორც ელმასი დასვა სკამზე, ისე უნდა ითამაშოს ხვიჩამ, უნდა იფრინოს, ნაპოლიზე ბევრად ძლიერი გუნდია და არ უნდა გაუჭირდეს ჩვენს ჯილას. ლიგაზეც უნდა გაიბრწყინოს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
არ ვახარებთ დონარუმას!
10:09 13-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული