ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში, პარიზში პსჟ-სთან წაგებულ მატჩში (1:2), "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაიტანა გოლი და 87-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored 7.5, sofascore 7.4, flashscore 7.3.
ზურიკომ მიმდინარე სეზონში მეექვსედ დალაშქრა მეტოქეთა კარი, მისი გუნდი კი, რომელიც ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის, შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს სახლში "ნანტთან" ჩაატარებს.
პ.ს.ზურიკოს ჯარიმა, მეკარისგან უფრო ახლოს იყო დარტყმული,დონა რუმა მისწვდა კიდეც,მაგრამ ვერ მოიგერია,რადგან ბურთის მის წინ დაეცა.ეს მათ გასაგონად,ვინც მამარდას შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება.მეკარის ხელთან ახლოს ამხტარი ბურთი,ნებისმიერ ტრაექტორიით შეიძლება ასხლტეს და მეკარისთვის უძნელესი საქმეა,რეაგირების მოსწრება.არ შეცდაო,ამას არ ვამბობ,უძნელესია მეთქი რეაქცია.