L’Équipe-მა "კვარაზე" მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა - კონტემ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
„ვერონას“ დამარცხებამ და ზედიზედ მეხუთე გამარჯვებამ ეიფორიაში ჩააგდო „ნაპოლის“ გულშემატკივრები და ადგილობრივი მედია. calciomercato წერს, რომ ნეაპოლური გუნდი არ ფიქრობს კვარაცხელიაზე და მის გარეშე  მიიწევს წინ.

„ეკიპი“ კი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - „ნაპოლის“ და პსჟ-ის წარმომადგენლები დღეს „კვარას“ ტრანსფერის სწრაფად გადასაწყვეტად მორიგ შეხვედრას გამართავენ, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენი“ ქართველის 65-70 მილიონ ევროდ შეძენას და უკვე შუა კვირაში ფეხბურთელის დამატებას იმედოვნებს, რისი ოფიციალურად დადასტურება არ ისურვეს, რაც იმით ახსნეს, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ამის გაკეთება მართებული არასოდეს არ არის, რადგან
ბოლო თვეებში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, რამეთუ როგორც ჩანს, ეს ორივე კლუბის სურვილია, განსაკუთრებით ფრანგულის, რომელიც ქართველის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანას ჩქარობს.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ ნამატჩევს DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩაზე მისი ადრე ნათქვამი არასწორად გაიგეს, იმედგაცრუებული არა ფეხბურთელზე, არამედ იმაზეა, სიტუაცია თავად რომ ვერ შეცვალა, „კვარა“ კარგი ბიჭია, გადაწყვეტილება თვითონ და კლუბმა უნდა მიიღონ, თუმცა ჯერ ხვიჩა „ნაპოლის“ წევრია და ასეთი შესანიშნავი მოთამაშის დაკარგა გულდასაწყვეტი იქნება.

alt"ნაპოლიმ" "ვერონას" მოუგო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველგან კრემლი როგორ უნდა ჩააკვეხოთ ბლიად! ცოტა ეგ შარიკები რომ გაახაჭუნოთ არ შეიძლება? თუ დაკარგეთ ყველა?
რაც შეეხება ხვიჩას, ჩემი აზრით ზაფხულმდე უნდა დარჩეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნების შესრულება უნდა მოითხოვოს კატეგორიულად! ხელფასის 5 ლიმონამდე გაზრდა! და კონტესგსნ მინდორზე თავისუფლება!
გურულო
16:18 13-01-2025
2
უპატივცემულობის,უმადურობის,უსამართლობის საუკეთესო მაგალითია ლაურენტესის,კონტეს,მთელი გუნდისა და გულშემატკივრების დამოკიდებულება კვარაცხელიას მიმართ,იმ პატარა ქართველი ბიჭის მიმართ,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 33 წლის შემდეგ ნაპოლის ჩემპიონობაში,რომელიც საჩემპიონო წელს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.მოიყვანეს ნერეში,რომელიც მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელია,რომელსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია,ჯერ არანაირი დამსახურება არა აქვს გუნდის მიმართ,რომელიც რამდენჯერმე მეტ ხელფასს იღებს ვიდრე კვარაცხელია,გადმოიყვანა კონტემ კვარას ფლანგზე,ათამაშებს ხვიჩას პოზიციაზე,გახადა მისი კონკურენტი,როცა უნდა მაშინ ცვლის,აიძულებს წინ და უკან დოღის ცხენივით ირბინოს,ათამაშებს შეტევის ხაზიდან 30 მეტრით უკან.ახლა კი ხელებს შლის გაკვირვებული და ამბობს,მეო ყველაფერი გავაკეთეო კვარაცხელია ჩვენთან რომ დარჩენილიყოო.ცინიზმის მწვერვალია კონტეს განცხადებები.აუცილებლად უნდა დატოვოს ხვიჩამ ნაპოლი და აღარასოდეს დაბრუნდეს იქ.და ვინც აქ გამოდის და ცდილობს რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოჩნდეს,თქვენ თქვენსას უნდა იცავდეთ მუდამ,მითუმეტეს რომ კვარაცხელია 100% -იანი მთელი ნაპოლის გუნდის მიმართ.
დავითი
11:09 13-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული