<p>ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, იტალიურ მედიაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. გუშინ, "ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლურ გუნდში თამაში აღარ სურს.</p><p>ფაბრიციო რომანოს ცნობით, "კვარამ" პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და პარიზული კლუბი ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირას შეეცდება.</p><p>ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნეაპოლელმა მსახიობმა ნელო მაშამ გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩას გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია.</p><p>"კვარა"... წარსულიდან მსგავს ისტორიას ვერ ვიხსენებ. ჩემპიონი, რომელმაც ტრანსფერი შუა ჩემპიონატისას მოითხოვა, ტოვებს გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ასეთი რამ მხოლოდ "ნაპოლიში" ხდება, რა სამწუხაროა...", - განაცხადა მაშამ სოციალურ ქსელში.</p><p><p><p><p><br></p>
555
სურენ222,სადა ხარ შე ნაგავო?
??
ოე,ნაპოლეონ უკვე გამოგიშვეს?ვაა,ასე მალე გიჟი გამოჯანმრთელებულიყო პირველად ვნახე.
ბლაყვი
ამაზეა ნათქვამი ბერდება და ყ****ებაო!
ლაშა
წაიღეს ტვინი რა. კვარამ რო სკუდეტო მოგაგებინად დაუფასეთ? ამათ გონიათ რო საერთოდ სხვებთან შედარებით უხელფასოდ უნდა ემსახურო
ნაპოლეონი
მაგ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვენი თავისი ისტორიული ექსკურსებით და ცენზურამ დაბლოკა. . . ეს თურმე ლაურენტისია და მისი განვრცობა ზოგადად ევროპელებზე თურმე რუსული ნარატივი ყოფილა. . . ოთხი პოსტი გაუშვი მარა ყველა ჩაკეტა "დემოკრატიულმა" ცენზურამ . . .
tngh
ამიერიდან "ნაპოლიზე" დუდუმ და დონ ვინჩენცომ ინერვიულონ. წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია!!!
ბრაზი
იმაზე თუ დაფიქრებულხარ,რატომ ტოვებს,რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება,როგორმა დამოკიდებულებამ მიიყვანა აქამდე?! რა უგულო უმადურები ყოფილხართ,ცარიელა ემოციებით აღსავსენი,მხოლოდ საკუთარზე მოფიქრალნი და სხვისი პრობლემების ფეხებზე დამკიდებელნი?! ფუი!!!
იასონას უდარი
დიდი წარმატება რა არის,ლიგა 1 ჩემპიონობა თუ საფრანგეთის თასი? მბაპემ დაიპყრო მწვერვალები პსჟში? დიდი ფული კი აიღო,თუმცა ფეხბურთის მიღწევები დიდი არაფერი ქონია. არის კიდევ მანჩესტერის ვარიანტი და უფრო ცუდი ამბავია. არიქა მანჩესტერი და გიხარიათ,რატომ არ უყურებთ რა ხდება მაგ გუნდში? თუ გგონიათ რო უახლოეს მომავალში დაალაგებენ სიტუაციას,შემცდარხართ ყველანი. როგორ დავიჯერო რო არცერთ ლალიგის გუნდს არ სურდა კვარა ან სხვა პრემიერლიგურ გუნდს? ყველაზე პრობლემური გუნდია მანჩესტერი პრემიერლიგაში.უბრალოდ,ფეხბურთელების კლასით მეექვსე ადგილამდე ადიან,ხან მწვრთნელი აკეთებს საქმეს,თუმცა ბარდაგია მთლიანობაში მაგ გუნდში. სადაც ამდენი ითმინა,6 თვეც მოეთმინა თუ მისი გადასაწყვეტი იყო. მე პირადად არ მგონია რო კვარა შუასეზონში მივიდა და წასვლა მოითხოვა,რა სეზონის დასაწყისში მისასვლელი გზა არ იცოდა? უფრო ნაპოლის ამბავია,ახალ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი და გაშვება გადაწყვიტეს,ხოლო ახლა კვარას აბრალიან. მახსოვს,ლივერპულიდან ზამთარში ტორესის წასვლა ფეხბურთელს შეტენეს,თუმცა მერე გამოირკვა რო ფეხბურთელი არაფერ შუაში იყო,ჩელსი დიდ ფულს იხდიდა და გაუშვეს. მაგარი ბანძი მფლობელები ყავდა ლივერპულს 2011 წლამდე,მსოფლიო გრანდი კრიზისამდე მიიყვანეს და მერე გუნდის ლიდერებს ყიდდნენ. ჯერარდზე არ გამოუვიდოდათ და სხვები გაუშვეს. ასეა ნაპოლის საქმეც,მფლობელების ჩა*მულს ფეხბურთელების გაყიდვით ასუფთავებენ.
ამატაკი
ვერც ჩვენ ვიხსენებთ სენიორ ნელო ფეხბურთელს, რომელსაც პირველივე სეზონში ჩემპიონობა და მრავალი ბენეფიტი მოაქვს, ყველაფრისდა მიუხედავად ლიგაში ერთერთ ყველაზე დაბალ - ფაქტიურად ახალბედას ანაზღაურებაზე დაესვათ.
Footbol
ხედავთ ქართველს როგორ უყურებენ ? უნამუსოები, თქვენ კი ერთმანეთს ებძვით, გამოფხიზლდით
სოსო
ბრავო,ბატონო ჟორა!კარგად და სწორად რომ დაწერეთ,თქვენგან არ მიკვირს,აი პერელმანის შესახებ კი პირველად გავიგე და გმადლობთ!მოქალაქეობრივი გმირობის მაგალითი,ყოველთვის ფასეულია ადამიანებისათვის,განსაკუთრებით კი,დღევანდელობაში!
გულშემატკივარი
მარადონას შემდეგ, 33 წელი გავიდა და ნაპოლი უმაღლეს მწვერვალზე სწორედ რომ კვარამ და ოსიმ აიყვანეს. ოსიმენი გააგდეს, კვარა კი აიძულეს რომ წასულიყო. ხვიჩამ ამ ცოტა ხანში სკუდეტოც მოიგო და სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, წასვლა რომ გადაწყვიტა. უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. წარმატებები ხვიჩა!
დავით 67
კარგი ნათქვამია. სიჯიუტე უნიჭობის ერთერთი პირველი ფორმაა. ამ შემთხვევაში ლაურენტისს ვგულისხმობ. რატომღაც ჩათვალა რომ თუ ხვიჩას მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ეს მისთვის დაკნინება იქნებოდა. არადა როცა ამხელა თანამდებობის თუ მაღალი რანგის პირი ხარ და დათმობაზე წახვალ ასჯერ უფრო აიწევს შენი რეიტინგი. ასეა ყველაფერში.მე უფრო ის მიკვირს რომ უკვირთ მსახიობებს, ფეხბურთის სპეციალისტებს, ქომაგებს რომ ხვიჩას ფულის გამო არ უნდა დარჩენაო.თვით კონტესაც. შარშან როდესაც სპალეტის წასვლის შემდეგ აურელიო მწვრთნელის ძებნაში იყო კონტეც განიხილებოდა. მანაც ფულის გამო უთხრა უარი შარშან, ახლა გამოდის და იძახის მე ჯაჭვით ვერ დავაბამო. ძალიან უმადური ხალხი აღმოჩნდა ნეაპოლელები, თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეგენი კარუზოს უსტვენდნენ,სიმღერა არ იცისო. ყველაზე დაფასებულ ნეაპოლელს. მე რასაც ვაკვირდები ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგაც ყველაზე დაფასებულები ინგლისში არიან. მიუხედავად იმისა რომ მე პარიზში ხანდახან მიწევს ჩასვლა და ვფიქრობ ხვიჩას თამაშებს დავესწრები თქო,მისთვის ინგლისი სჯობია ჩემი აზრით, კერძოდ ლივერპული
ვაჟა
წარსულიდან მსგავს ისტორიას ვერ ვიხსენებ. ჩემპიონი, რომელმაც გუნდის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა-სამი წელი ლამის დამლაგებლის ხელფასზე ყავდეთ !!!!
Las
ფული მნიშვნელოვანია მაგრამ მარტო ეს არაა მიზეზი აქ არის დაუფასებლობა, იგნორი. რაც ფეხბურთელის სათამაშო ხარსხზე მოქმედებს უარყოფითად. თანაც ოსიმენიც გაუშვეს, ვისთანაც კარგ დუეტს ქმნიდა ხვიჩა. ასე რომ ხვიჩა კი არ მიდის ნაპოლიდან არამედ იძულებულია რო წავიდეს. წინააღდეგ შემთხვევაში რეგრესი გარანტირებულია. ქართული პატრიოტიზმიდან გამომდინარე არ ვმაბობ კვარაცხელია არის უნიკალური მოთამაშე მე დღევანდელ ფეხბურთსი ასეთს ვერ ვხედავ საოცრად მოაზროვნე და კრეატიულია. ამ რეალის დედა რო ვატირე თორე, როგორ არ უნდა ეყიდათ. უბრალოდ გადატვირტული აქვთ შემდაგენლობა ვინისიუსი კვარ კი არა მბაპეს ვერ მოუხერხეს ვერაფერი სად დააყენონ :) მეორე ვარიანტი ბარსა, მარა სად აქვტ ფული მაგათ. და მთავარი ფაქტორი ხვიჩა არის ქართველი. ამას მნიშნველობა აქვს რომ იყორ არგენტინელი ან ბრაზილიელი უკან არ დაიხევდენ რეალი-ბარსა
C
100% მგონია რომ აქ ხელფასიც კი არაერ შუაშია. დამოკიდებულებაა საწყენი. მოიყვანეს ეს ნერეში და ამ თამაშზე, კონტეს უაზრო დავალებებზე დაცვაში, მიზერულ ხელფასზე, ნაადრევ შეცვლებზეც და თანაგუნდელწბიაგან სრულ ღორობაზე რომ ხუჭავდა თვალებს, ეხლა დაემატა ნერეშის ფაქტორი, ის ჯობიაო და კვარამ უნდა დაამტკიცოს თუა ღირაი ძიეითადისო. აი ამას რომ გაიგონებ კაცი, რომელმაც ლამის მარტომ მოაგებინა სკუდეტო, შეგირცხვათ პატრონი
ვაჟა მასწავლებელი
სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინტერნეტსივრცეში კვარას პრობლემის ობიექტური საერთაშორისო შეფასება: - კვარა დიდი ხანია, რაც ითხოვდა ხელფასის "ფსკერიდან"(1.2მლნ.ევრო) ნორმალურამდე აწევასო, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა ეს თხოვნაო! გთხოვთ, ვინმემ თარგმნოს ეს ინფორმაცია იტალიურად და გაავრცელოს იტალიაში!
სოსო
სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირიო!"ასეთი რამე, ხოლოდ ნაპოლიში ხდება!"რატომ ხდება,ამას არც კითხულობს,რადგან კარგად იცის,თუმცა ვერც ამის აშკარად თქმას ბედავს.სრული ორი წელია,ნაპოლის ,კვარასათვის ხელფასის ცალმხრივად მომატებაზე უნდა ეზრუნა,წელიწად ნახევარია,ხელფასის მომატებასა და კონკრეტული და აზრიანი გამოსასყიდი ფასის ახალ კონტრაქტში დასახელებაზე,მაგრამ დე ლაურენტისს ყველაფერი უცვლელი სახით აწყობდა და კონტრაქტით,მუჭში მყავსო კვარა,ფაქტობრივად,თავისი საქციელით ამას ამბობდა.აგერ ბატონო,ნაპოლი ისევ პირველ ადგილზეა და ახლა,ხვიჩას გარეშე ღმერთმა ხელი მოუმართოთ.ნერეშსაც წარმატებას ვუსურვებ და ყველა სხვა ფეხბურთელსაც.ხვიჩა კი გაუშვან!ხვიჩას რომ ათქმევინებენ,აღარ მინდა ნაპოლიში თამაშიო,გასაგები ხდება როგორ უნდა გაემწარებინათ!გატეხვა უნდათ და იმედი მაქვს,არაფერი გამოუვათ.დე ლაურენტისისაგან არც ის გამოკვირდება,არც გაყიდოს და არც ათამაშოს.წელიწადში მილიონ ნახევარი ხელფასი ხომ მისთვის მიზერული თანხაა და ნაპოლის ღრმა სათადარიგოებსაც,საერთოდ რომ არ უწევთ თამაში,მასზე დიდი ხელფასები აქვთ.საქართველოს ნაკრებში,სომხეთის წინააღმდეგ,მაინც ვერ ითამაშებს,მეორე თამაშში კი,მის გარეშეც უნდა შესძლოს ნაკრებმა,სომხეთის ბარიერის დაძლევა.ზაფხულში, სავარაუდოდ ხვიჩას ვეღარ დააკავებენ და თავის გზას მონახავს.რა თქმა უნდა თუ ახლავე არ ჩაიქნია დე ლაურენტისმა ხელი და არ გაყიდა,სანამ ჯერ კიდევ კარგი ფასი აქვს.
ვაჟა მასწავლებელი
მაშაა თუ დაშა, ჩვეულებრივი ევროპელის "ტიპიური სახეა". როცა გაიგო კვარას ხელფასი და გადაიანგარიშა თუ რამდენი კილო მაკარონ-სპაგეტის ყიდვა შეიძლება - შეშფოთდა, მაგრამ როცა გაიგო და მიხვდა, რომ კვარას მაკარონ-სპაგეტის მაგივრად ელარჯი უყვარს და კონტეს მაგივრად სპალეტის უფრო მეტ პატივს სცემს და შეშფოთება - აღშფოთების გამოუხატავად უხმოდ, ჯიგრულ-მეგრულად დ ა ა დ ო ლაურენტისს - აღშფოთდა. აბა რა ეგონათ?, კოლხურ-იბერიული გენი თავისას ყოველთვის იტყვის და თავს არავის არ დაუხრის და დააჩაგვრინებს!
კვარას გარემოცვა შეცდა
სკუდეტოს მოგების შემდეგ რომ არ დაუფასეს, მაშინვე უნდა დაეტოვებინა ნეაპოლი.
შენი ლოგიკა ...
ფარისეველი ევროპაო და ქვეყნის განცხადებული მიზანი - ევროპისკენ ! რა გევიგო ახლა, მითხარი თუ კაცი ხარ !
უფროსი ნაჩალნიკი
აი ეს წაიკითხეთ (იტალიელმა გულშემატკივარმა დაწერა) https://x.com/Ar_Durden97/status/1877727611687747896 და თუ გაქვთ Twitter account-ი კომენტარებიც ნახეთ.
"ევროპული ფარისევლობა "- ?!
"მალьადეც" შენ, ზვიად -ი ! :) ზვიადი მაინც არ იყო ! :) ------------ პ.ს. და "ბატონი ზვიადი", პარიზიც რომ ევროპაა, ხომ არ აშავებს ხვიჩა და მისი გუნდი ამ თვალთმაქც ევროპაში დარჩენით ? :( მედიცინა, განათლება, კულტურა და ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი ... ყველაფერი საშინელ დღეშია და თვალთმაქცურია ამ საზიზღარ ევროპაში. :(((
დდდ
მერედა, დალოცვილებო, თუ იმას აღიარებთ, რომ ასეთი მხოლოდ ნეაპოლში ხდება, იქნებ, ხვიჩას გაეშვათ და მანდვე ნეაპოლში ეძიოთ მიზეზი?!...
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო ნელო, იმ ფაქტს თუ იხსენებ ხვიჩას დონის ვარსკვლავი 2,5 წელია მილიონ ნახევრიან ხელფასზე, რომ იჯდეს და ამ დროს სხვა გუნდები 8-10 მილიონს სთავაზობდნონ? გაიძახით მაგი ფულისთვის თამაშიაო. დიახ ამ დონეზე ფულისთვისაც თამაშობენ. აბა ვინ ოხერი მოიმტვრეს იმ ფეხებს, რომელმაც 70-80 წელი უნდა გატაროს? პეტერბურგელმა მათემატიკოსმა პერელმანმა პუანკარეს თეორემა ამოხსნა და მასზე დაწესებული ჯილდოს 1 მილიონის მიღებაზე უარი განაცხადა. მთელი მათემატიკური სამყარო და დასავლეთი,ა იმან კი არ გააკვირვა თუ რა გმირობა ჩაიდინა მეცნიერმა, რომელმა საუკუნეების ამოუხსნელი თეორემა დაამტკიცა, არამედ იმან, თუ როგორ თქვა უარი მილიონის მიღებაზე. აი ასეთები ხართ თქვენ და ასეთი გგონიათ ხვიჩაც, მაგრამ კაცმა 2 წელი გიცადოს იქნებ რაიმე ისინდისოს ლავრენტიმო, მეტი რაღა გინდათ? სადაც არ აფასებენ, რატომ უნდა დარჩეს იმ ქალაქში?
Gogi
ეს ჩვენ ვმსჯელობთ კვარას მიზერულ ხელფასზე და უპატივცემულობაზე აქ ყოველდღე, თორემ ამათ აშკარად გონიათ რომ ნორმალური ხელფასი აქვს და უკვირთ რატო მიდისო. ფეხბურთელი ვერ იტყვის ამას პირდაპირ, მის გარშემო მყოფი ხალხი უნდა მუშაობდეს პიარზეც. აქამდე უნდა აეტეხათ ხმაური. ახლა მატარებელი ჩავლილია და უნდა წავიდეს ყველა ვარიანტში.
მირიან
ასეთი დაუნახავები რომ ხართ ეგ იმის ბრალია. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ხელფასი ასეულშიც რომ არაა, ეგაა დიდი უმადურობა და სიბინძურე და არა კვარას სურვილი მიიღოს შესაბამისი დაფასება.
მართლა????
თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ნაპოლისთვის, მაშინ დაფასებაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა და რო არ ჰქონდა მაგაზე არ გწყდებოდა გული.. ეხლა კიდე ხვიჩაზე წყდება გული თურმე.ვერ არიან ესენი
dew
ნერეში ხო გყავთ რას ნერვიულობთ?!
ალექს
კვარაცხელიას რაც აქვს ნათამაშები, ვიცით და ამ მაშას რა აქვს ?!
ზვიადი
დიახ ჩვეულებრივი ევროპული ფარისევლობა! მაგრამ 30-წლიანი პაუზის შემდგომი გაჩემპიონება ნამდვილად არ მენანება... უბრალოდ უცნაურია, რომ ეს ჩემპიონობა მხოლოდ თავიანთი მიღწევა რომ ჰგონიათ. მშვენიერი მწვრთნელია სპალეტი, მაგრამ რა გამოუვიდა ნაკრებში?!!!
Კეკე
იტალიელებს ძალიან გაუტკბათ ქართველების მონურ შრომაში კაპიკების გადახდა. სინდისი კარგი საქონელია, ბიძაჩემო.უნამუსოებთან ერთად, უმადურები და დაუნახავი პ###ები ყოფილხართ. ინხ,ყველას ვინც სხვის შრომას არ აფასებს.
***
მაგათ მარტო აღშფოთება შეუძლიათ სხვების საქციელზე. რაც გააკეთა კვარამ მაგ გუნდისთვის, ეგეც ზედმეტი იყო როგორც ჩანს.
simartle
ევროპაში იტალიელები გამოირჩევიან სიძუნწით. არ უნდა გვიკვირდეს როგორ მოექცნენ კვარას.
გგ
მთლად ნათლად არ ჩანს: ა) ნაპოლის ასხამს, ასეთი რამ მხოლოდ ნაპოლიში რომ ხდება, ბ) კვარას საყვედურობს, თუ გ) ორივე ერთად. მგონი უფრო ბოლო ვარიანტისკენ მიდის.
ყოჩაღ თქვენ
ჩვეულებრივი ევროოული ფარისევლობა
რობი
იმ შემტხვევაში თუ ნაპოლი მოიგებს ჩემპიონატს ხვიჩაც ჩემპიონია, თუ პსჟ ც მოიგებს მაშინ ის ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება!
ზვიადი
უკაცრავად პატივცემულო და თქვენი მსგავსი რეაქცია არ მახსენდება თუნდაც „ნაპოლი“-ის მისამართით ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს მონურად რომ ეპყრობოდა და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე რომ ეფიქრა ეგოისტურად. ეს ხომ კერძო საკითხია და ღირსება მხოლოდ ევროპელებს გაგაჩნიათ არა?!
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა