ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" ზედიზედ მეოთხე ფრე

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში „ნანტის“ და „ლიონის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი - შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.1, whoscored 5.9.

ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 26 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 დაპირისპირებაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ, 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 31 იანვარს, ევროპა ლიგაზე სახლში „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს.

ნანტი. „ბოჟუარი“

ნანტი - ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ნუამა (10), 1:1 მოჰამედი (90)

altL'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ

ასევე დაგაინტერესებთ