"ხვიჩას ღვთისადმი რწმენა ეხმარება - იტალიური ეტაპი უკვე გაიარა" - ინგუშმა ფეხბურთელმა ქართველ ძმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
25 წლის ინგუში ნახევარმცველი სოლტმურად ბაკაევი, რომელიც ამჟამად "აკრონში" თამაშობს, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან მეგობრობდა. როდესაც "კვარამ" სკუდეტო მოიპოვა, მან "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "გილოცავ შენ, ჩემო ქართველო ძმაო! ხვიჩა ჩემპიონია!". დღეს ბაკაევმა კვარაცხელიას და დავითაშვილის შესახებ Матч ТВ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- თვლი თუ არა, რომ სერია A უფრო კონკურენტულია და ხვიჩამ შეიძლება პარიზში განვითარება შეაჩეროს?
- მან ეს იტალიური ეტაპი უკვე გაიარა. რუსეთში რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ყველაფერი იოლად გამოსდიოდა და საინტერესო აღარ იყო. ახალი გამოწვევები სურდა. მე შემიძლია საკუთარ თავს
ვუთხრა: "რუსეთის ჩემპიონატის და თასის მოგების შედეგად, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც წასვლა, ახალი მიზნების დასახვა და კიდევ რაღაცის მოგება მინდა".

Sportall.Ge

ვფიქრობ, ხვიჩას პროგრესირება და ახალი გამოწვევების დასახვა, მომავლის გამოჭედვა სურს. ამიტომ არ მგონია, რომ დეგრადირებას დაიწყებს, რომ მისი თამაშის დონე დაეცემა. პირიქით, ასეთ პარტნიორებთან მხოლოდ წინ წაიწევს.

- არ გიკვირს, რომ კარიერაში ასეთი ძლიერი "გასროლა" მოახდინა?
- არა, საერთოდ. ხვიჩა მორწმუნეა. ღვთისადმი რწმენა ბევრ რამეში ეხმარება. მის გამო მხოლოდ გახარებული ვარ, განვიცდი და ვგულშემატკივრობ. იგივე ეხება ზურიკო დავითაშვილს. "რუბინიდან" ისეთ გუნდებში გადავიდა, როგორიც "როტორი" და ტულის "არსენალია", მაგრამ ახლა საფრანგეთშია და ისიც კარგად თამაშობს.

რაღაც მომენტში მე და ზურიკო პოზიციაზე პირდაპირი კონკურენტები ვიყავით, მე კონკურენცია მოვუგე, თუმცა ამჟამად ის საფრანგეთში თამაშობს, მე კი - რუსეთის პრემიერლიგაში. ასე რომ, მუდამ ვამბობ, ყველაფერი შესაძლებელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთადერთი ხალხი ჩვენს ირგვლივ, ვისაც შეიძლება მართლა ნამდვილი მეგობარი უწოდო ინგუშებია. შენც წარმატებები კაი კაცო და წადი ევროპაში.
ქომაგი.
10:50 31-01-2025
1
ინგუშები ისტორიის მანძილზე ყოველთვის ძმები იყვნენ და ასეც დარჩა.
დათო
03:24 31-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული