ევროპა ლიგა. VIII ტური: ყველაფერი გაირკვა - დღეს პლეი-ოფის წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე ბოლო, მერვე ტური ჩატარდა და შემდეგ ეტაპზე გასული 8 გუნდი და პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა.

„რიგასი“ ჰამბურგში კიევის „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა და ტურნირზე 5 ქულით 32-ე ადგილი დაიკავა. სტუმართა გუნდში ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

აიაქსი - გალათასარაი 2:1
ბილბაო - პლზენი 3:1
დინამო (კ) - რიგასი 1:0
მიდტიულანდი - ფენერბაჰჩე 2:2
ტვენტე - ბეშიქთაში 1:0
სტიაუა - მანჩესტერი 0:2
ფერენცვაროში - ალკმაარი 4:3
მაკაბი - პორტუ 0:1
ნიცა - ბოდო გლიმტი 1:1
ოლიმპიაკოსი - ყარაბაღი 3:0
რეინჯერსი - უნიონი 2:1
სოსიედადი - პაოკი 2:0
რომა - აინტრახტი 2:0
ანდერლეხტი - ჰოფენჰაიმი 3:4
სლავია - მალმიო 2:2
ბრაგა - ლაციო 1:0
ტოტენჰემი - ელფსბორგი 3:0

მერვედფინალის საგზური „ლაციომ“, „ბილბაომ“, „მანჩესტერმა“, „ტოტენჰემმა“, „აინტრახტმა“, „ლიონმა“, „ოლიმპიაკოსმა“ და „რეინჯერსმა“ მოიპოვეს.

პლეი-ოფში ითამაშებენ: „ბოდო გლიმტი“, „ანდერლეხტი“, „სტიაუა“, „აიაქსი“, „სოსიედადი“, „გალათასარაი“, „რომა“, „პლზენი“, „ფერენცვაროში“, „პორტუ“, „ალკმაარი“, „მიდტიულანდი“, „უნიონი“, „პაოკი“, „ტვენტე“, „ფენერბაჰჩე“.

პლეი-ოფის წილისყრა დღეს გაიმართება - მატჩები 13 და 20 თებერვალს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული