გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "იუვენტუსმა" "ემპოლის" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს ოცდამესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 1:4 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ტრავმირებული არდიან ისმაილის ნაცვლად 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას ბრძოლა რანდალ კოლო მუანიმ მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ფრანგმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. 84-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ემპოლის" ნახევარმცველმა იუსეფ მალემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

„ემპოლი“ 21 ქულით მე-17 ადგილზეა და 8 თებერვალს „მილანს“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი -
ემპოლი 4:1

გოლები: 0:1 დე შილიო (4), 1:1 კოლო მუანი (61), 2:1 კოლო მუანი (64), 3:1 ვლაჰოვიჩი (90), 4:1 კონსეისაო (90+2)
გაძევება: მალე (84, ემპოლი)

altგოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" და "ბოლონიამ" ქულები გაიყვეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეეჰ,გოლები ვნახე და პირველი სამი გოლი,საბას კაცმა გაიტანა.სამივეჯერ პოზიციური შეცდომები დაუშვა.ისმაილი ძალიან გამოცდილი მცველია და დაზღვევაზე კარგად თამაშობდა ხოლმე,დღეს კი ის შეცვალა და სანამ თამაშს შეიგრძნობდა,უკვე ორი გოლი იყო,გასული.ძალიან ცუდია,მაგრამ არა უშავს,ესეც გამოცდილებაა და უნდა გაევლო!
სოსო
21:38 02-02-2025
0
რომასი არ ვიცი,მაგრამ იუვენტუსში მის წინ,ორი თუ სამი კანდიდატურაა და მხოლოდ მათი გამტყუნების შემთხვევაში გავლენ,გოგლიჩიძეზე.ხვალ ბოლო დღეა და ჯერაც რომ არ გაუკეთებიათ მასზე მოთხოვნა,ადასტურებს,რომ ის,უკანასკნელი არჩევანია.ეგეც არ იყოს,გამოჯანმრთელდებიან მცველები და გადასვამენ სათადარიგოებში.მას კი,მაქსიმალური სათამაშო დრო სჭირდება,პრაქტიკისათვის.ძალიან დიდი ცდუნებაა იუვენტუსში გადასვლა,მაგრამ დარწმუნებული არა ვარ,რომ უკვე დღეს,საამისოდ მზადაა.იუვენტუსი,მაინც იუვენტუსია,მაგრამ ხანდახან მოედანზე გასვლას,მგონი ისევ ემპოლის ძირთადში თამაში ურჩევნია.ამ თამაშს ვერ ვუყურე და არ ვიცი,ძირითადში რატომ არ დააყენეს,ან როგორ ითამაშა ეს თამაში.მისი გამოსვლის შემდეგ,ნახევარ საათში 4 გოლის გაშვება რა თქმა უნდა მრავლის მთქმელია,მაგრამ ისმაილი,გამოცდილი მცველია,დაცვის ლიდერი და შესაძლოა მისმა გასვლამ მოშალა ემპოლის დაცვის ხაზი.ისიც საფიქრალია,რომ როცა იცი,შესაძლოა იმავე დღეს,იუვენტუსმა შენი წაყვანა მოინდომოს,ძნელია სრული კონცენტრაციით შეხვიდე მოედანზე და სწორედ იუვეს წინააღმდეგ ითამაშო კარგად.რა თქმა უნდა ნერვებზე იჯდებოდა!
სოსო
20:24 02-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული