შენგელიამ სასტაერტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე მთლიანობაში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიას
ვენეციელთა შემადგენლობაში იყო გიგა ჯანელიძე, რომელიც მოედანზე არ გამოსულა. 13 მოგებითა და 5 მარცხით "ვირტუსი" მე-3 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 9 თებერვალს, "ვირტუსი" სტუმრად "ტორტონას" დაუპირისპირდება.
GBF.GE