მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩვენ მადლობლები ვართ ხვიჩას მიმართ ყველაფერ იმისათვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა. რთული სიტუაციის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ იძულებული გავხდით იანვარში გაგვეყიდა. ვერ ვიტყვი, რომ დაგვაშანტჟეს, თუმცა - თითქმის. „კვარა“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. მძიმე წლის შემდეგ მისი დაკარგვა არ გვინდოდა, ჩვენთვის შესაძლებელი მაქსიმალური ანაზღაურება შევთავაზეთ, რაზეც ვერ დავითანხმეთ. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, გადარწმუნება რთულია. ცდა შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დააკავო, როდესაც აქ ყოფნა არ უნდა? მნიშვნელოვანი მოთამაშე
დავკარგეთ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გასულ წლებში უნდა გვემუშავა. ეს შედეგებისგან დაგვიცავდა. ძალით ვერავის ვერაფერს აიძულებ. ეს მომავალში გასათვალისწინებელია.

ვეცადეთ მისი შემცვლელი მოგვეძებნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება ძნელია, ზოგიერთი კი ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის საკითხში.

alt"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

altLe Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაადასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 17 /
Ეს ყველაფრის მკადრებელი - ვირთხა მაფიოზი! Ეს ვირთხა გაიძახოდა ხვიჩას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და არსად გვეჩქარება მისი გადახედვაო! Თან კაპიკებს უჭერდნენ, თან ათეულობით მილიონი ევრო იშოვეს ხვიჩას ხარჯზე და თან მოღალატედ გამოაცხადეს! Მე ამის და ლაურენტისის უნამუსო, მაფიოზი დედები მოვა..Ან!!!
Ზაზა
17:43 06-02-2025
0
ამდენ ბოდვას არ ჯობდა, რომ პირდაპირ ეთქვა, ნაპოლის ყველა დროის რეკორდი დამყარდა ფეხბურთელის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დივიდენტებით, ანუ 56 მილიონი ევრო სუფთად მოვიგეთ და ამისთვის მადლობა კვარას, ამდენი მოგება კლუბისთვის არავის მოუტანიაო?!
ჩაიხედონ ისტორიაში, სტატისტიკაში და ნახონ, მანამდე ბოლოს როდის აიღეს სკუდეტო ან ბოლოს როდის მოხდა, რომ ნაპოლის ფეხბურთელი სერია ა-ს მვპ-დ დაესახელებინათ?
ამათი უმადური დედაც!
კარგია, რომ ამათზე დამოკიდებულების პერიოდი დასრულდა!
უკეთეს პერიოდებს ველით მოუთმენლად!
მარტის მატჩებისთვის ფორმის პიკში უნდა დაბრუნდეს ჩვენი ჯოკერი!
ქომაგი
13:10 06-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული