ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ამჯერად მამარდაშვილის გარეშე - "ვალენსია" "ბარსელონასთან" ისევ განადგურდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„ღამურების“ კარს თასის მატჩებში როგორც წესი სტოლე დიმიტრიევსკი იცავს და დღეს „ბარსასთანაც“ მან ითამაშა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.

შეგახსენებთ, 27 იანვარს, ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 განადგურდა.

მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 9 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში „ლეგანესს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ფერან ტორესი (3), 0:2 ფერან ტორესი (17), 0:3 ფერმინ ლოპესი (23), 0:4 ფერან ტორესი (30), 0:5 იამალი (59)

alt

"ბარსადან" "ბარსამდე" - მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სელტას" მოუგო