ესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ 4:1 სძლია.

მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის მტკიცებისა, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა მინამინომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ვიტინიამ საჯარიმოდან მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალე ზაკარიამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „მონეგასკებმა“ კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბიერეტს მეკარე დონარუმამ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩამ დუე მეკარე მაეცკისთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბურთი მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლას შესანიშნავი
პასი მიიღო, მცველების გარემოცვაში კარგად გაერკვა, პაუზა დაიჭირა, მავისა ჩამოიცილა და პსჟ-ში გატანილი თავისი პირველი გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მერე მაიეცკის კარი დემბელემ დალაშქრა. ხვიჩა 67-ე წუთზე რამუშით შეცვალეს. ბოლოს დემბელემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

კვარაცხელიამ 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა - მის ანგარიშზე „პარი სენ ჟერმენში“ 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 53 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება. ქართველი უკვე შეიყვანეს ტურნირის განაცხადში და მას თამაში შეუძლია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მონაკო 4:1

გოლები: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90)

altკვარაცხელია თუ არ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგისთვის დასვენების მიზნით - გუნდი, რომელმაც პსჟ ყველაზე მეტჯერ დაამარცხა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკლედ, ხვიჩას გოლი პატარა სპექტაკლია, წარმოდგენაა. განსხვავებით სხვა გოლეადორებისაგან, რომლებიც მარტივად იტანენ, ან ყუმბარისებული დარტყმა აქვთ, ან ხელსაყრელ პოზიციას პოულობენ და ა.შ. ხვიჩამ აუცილებლად რადენიმე აქტიანი მოქმედება უნდა ჩაატაროს, ბურთი დრიბლინგით უნდა წაიღოს, ვიღაც უნდა მოატყუოს, პაუზა უნდა დაიჭიროს, მეორე ფეხზე ბურთი უნდა გადაიტანოს და აუღებელი დაარტყას. ასე იქმნება შედევრები და სასწაულები, მაგრამ მე იმ ხალხის გამკვირვებია ვინც ყოველ თამაშში შედევრებს და სასწაულებს ელის. ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ყოველ თამაშში 2-3 საგოლე აქტიურობას ატარებს - ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასებს არიგებს და საგოლე სიტუაციებს ქმნის. წინა თამაშში, მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ თამაში შექმნა და გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა, თუმცა ზოგიერთმა ჩვენმა თანამეპოსტემ ლამის ფორმიდან ამოვარდნა და ღრმა თადარიგში ყოფნა უწინასწარმეტყველა. არიან ფეხბურთელები, ვისაც გოლები გააქვს და არიან ვინც თამაშს ქმნის და ბომბარდირებს გოლებს ატანინებს. გოლის საოცარი ალღო ჰქონდა რამაზ შენგელიას, მაგრამ დინამოში თამაშს ყიფიანი ძერწავდა და საგოლე პასებს არიგებდა. დიდი ფეხბურთელი იყო რამაზ შენგელია, მაგრამ ყიფიანი ყველაზე დიდი იყო. ასეა ჩვენი ხვიჩუნაც. ნაპოლიში გოლები ოსიმენს გაჰქონდა, მაგრამ მას ხვიჩა ათამაშებდა, ისევე როგორც სხვებს. დემბელეს ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ სანახაობას ხვიჩა ქმნის. გოლებიც საოცარი გააქვს, საგოლე პასებსაც არიგებს, მაგრამ ის ღმერთის ხელივითაა, თავისი ფინტებით, დრიბლინგებით, პასებით, ლამაზ ფეხბურთს ქმნის და ამის დანახვას დიდი გულშემატკივრის ნიჭი არ ჭირდება. ასე, რომ დატკბით ხვიჩას თამაშით და ალალად უგულშემატკივრეთ. ობიექტური კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ლანძღვა-გინება საჭირო არ არის.
წარმატებები ხვიჩას და მთელ საქართველოს!
თენგაბი
12:09 08-02-2025
0
პოზიციების ცვლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის მცველების დაბნევა,მათთვის კონცენტრავმციის დაკარგვა,რაც გამოუვიდათ კიდეც ხუთიანზე.ვფიქრობ ენრიკე ჭკვიანურად უდგება კვარას გამოყენებას,თავუსუფლებას აძლევს,არ ბოჭავს და ჩარჩოში არ სვამს კონტესავით.ისე გამიხარდა,თითქოს ჩემი შვილი იყოს.ვისაც ესმის ეს ქვეყნისთვის დიდი სახელია.
მირო
11:35 08-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული