ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში იყო?
არა. მე ასე არ ვფიქრობ. ბოლო ათი თუ თხუთმეტი წუთი არ მომეწონა. მეტოქეს ბურთი ვერ ავართვით. „მონაკო“ კარგი გუნდია. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.
კვარაცხელია სამ პოზიციაზე თამაშობდა. იდეა რაში მდგომარეობდა?
ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. გულშემატკივრებიც იცნობენ. ჯერ კიდევ დაკვირვების სტადიაზე ვიმყოფებით, ამიტომ მოედანზე მოქმედების თავისუფლებას ვანიჭებთ. როგორც ბარკოლას. მატჩიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ვცდილობთ
ეს ჩვენთან ხვიჩას პირველი გოლია და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრს გაიტანს. ყველაზე მეტად ფეხბურთელების მებრძოლი ხასიათი მომეწონა. მთავარი მხოლოდ ბურთის ფლობა არაა, უმნიშვნელოვანესი დაცვის დახმარება და მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრძოლაა.
ჰაკიმიმ რატომ არ იასპარეზა?
გაციებულია და გუშინ არ უვარჯიშია. ის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამიტომ მინიმალურადაც არ გავრისკეთ. მით უმეტეს სატურნირო მდგომარეობა ამის უფლებას გვაძლევს.
„მონაკოს“ მწვრთნელმა ჰიუტერმა თქვა, რომ მოცემულ მომენტში ეს პსჟ-ის საუკეთესო ვერსიაა. ეთანხმებით?
ის ჩემზე ობიექტურად აფასებს სიტუაციას. მის მიერ ჩემი გუნდის შექება მესიამოვნა.
რა საფრთხე შეიძლება ემუქრებდეს გუნდს?
ჩემპიონთა ლიგაზე თავს ყველაფერი გადაგვხდენია. ამ რთულ მომენტებში ჩვენი მხოლოდ გულშემატკივრებს სჯეროდათ და გვამხნევებდნენ, რაც პროგრესში დაგვეხმარა. ჩვენის მხრივ ვცდილობთ მუდამ გავიმარჯვოთ.
როგორია თქვენი პირველი რეაქცია კონტრაქტის გაგრძელებაზე?
მხოლოდ დადებითი. კლუბი პირველივე დღიდან გვერდში დამიდგა. თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. ეს მუშაობის სურვილს მიათმაგებს, რათა მეტს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებით ისტორიაში შევიდეთ. ამისკენ მივისწრაფით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე აქ დარჩებით?
ვინ იცის, რა მოხდება. რა საჭიროა წინასწარ ვარაუდი?
კვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?