TMW: პსჟ კვარაცხელიას და ოსიმენის დუეტის აღდგენაზე ფიქრობს

AutoSharing Option
TUTTO mercato WEB-ის ცნობით, "იუვენტუსი" ვიქტორ ოსიმენის შეძენას შეეცდება, რაც, ალბათ, არ გამოუვა და ოცნებას ვერ აისრულებს.

"იუვენტუსი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იმედოვნებს, კლუბის სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლის კი უნდა ოსიმენი გადაიბიროს და თავდასხმაში რანდალ კოლო მუანისთან ერთად ითამაშოს.

"გალათასარაიში" იჯარით გაშვებულ ვიქტორს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული (1 სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით), გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, თუმცა ამ ფასად მისი ყიდვის უფლება იტალიურ კლუბებს არ აქვთ.

გამოცემა წერს, რომ ნიგერიელს საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზებები, მაგრამ კარიერის ევროპის
ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გაგრძელება სურს და პსჟ ვიქტორის და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტის თავის გუნდში აღდგენაზე ფიქრობს.

ოსიმენმა "კვარას" "პარი სენ ჟერმენში" გატანილი სადებიუტო გოლი სოციალურ ქსელში მიულოცა: "პირველი ბევრიდან", რაზეც ქართველმა უპასუხა: "ჩემი ძმა".

შეგახსენებთ, გასულ წელს "ნაპოლიმ" კვარაცხელია და ოსიმენი პსჟ-ს 200 მილიონად არ მიჰყიდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოსიმენზე რომ ავს იტყვი ე.ი.ფეხბურთზე მწყრალადა ხარ.რა მებრძოლია და თავით მაგრად თამაშობს.თან ოსიმენი მენტალურად არასტაბილური ყოფილა თურმე და კვარაცხელია სტაბილური რომელსაც ოქტომბრის შემდეგ ბურთი გატანილი არ ქონდა.
ვა რა დონეა ტო
17:12 11-02-2025
0
გასაგებია, მაგიტომაც დავწერე თუ ეს სიმართლეა მეთქი.
Zazas
13:34 11-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული