"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელზე ჰკითხეს.

როგორც მან აღნიშნა, გადამწყვეტი არა ინდივიდი, არამედ მთლიანად გუნდია და მან "მილანში" სერია A ვან ბასტენის გარეშე მოიგო, რომელიც ხშირად ტრავმიანობდა.

"კონტესთვის, როგორც მწვრთნელისთვის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას წასვლა ძალიან აისახება. მახსოვს, როდესაც ჩემმა "მილანმა" სკუდეტო მოიგო, ვან ბასტენმა ძალიან ცოტა თამაშში იასპარეზა, რადგან ტრავმირებული იყო.

საბოლოო შედეგებს არა ინდივიდი განსაზღვრავს, არამედ გუნდი. "ნაპოლიმ" ძალიან მოკლე დროში შექმნა ერთიანი ჯგუფი, რომლებიც მოედანზე თავს
გაწირავენ და ყველას შეებრძოლებიან. ვინ მოიგებს სკუდეტოს? - ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია და მსურს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ვფირობ, გადამწყვეტი მარტის თვე იქნება", - თქვა საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ კი მართალია, მაგრამ მაშინდელი მილანი და დღევანდელი ნაპოლი ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ყელფანდურა და "პოლის" ჯოხი....
დდდ
18:07 11-02-2025
1
იხტიბარს არ იტეხავენ იტალიელები,ისე არ მეგონა კონტეზე თუ ასე გიჟდებოდნენ,მის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ ათქმევინებ იტალიელებს!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული