ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვრაცხელია წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასტარტოში არ დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ პენალტით ვიტინიამ დააწინაურა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, სიმამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორჯერ დონარუმას კარი ძელმა იხსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი დემბელემ დალაშქრა ბიზოტის კარი და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბრესტი“ შტურმზე გადავიდა, სიმას დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, რასაც დედაქალაქელთა სწრაფი კონტრიერიში და დუეს გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ და ბარკოლამ ვერ გაიტანეს. მაინც შეასრულა უსმანმა დუბლი და 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა. ხვიჩამ ლამაზი ფინტით შარდონე ჩამოიცილა, რომელმაც მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
ბრესტი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21, პენ), 0:2 დემბელე (45), 0:3 დემბელე (66)

alt"დიდებული ფეხბურთელია" - როტენი კვარაცხელიას შესახებ

altკვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - ზედიზედ მესამე პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 21 /
დრო ჭირდება.
მაგრამ თვითონ უნდა მოინდომოს მეტი. დიდი კონკურენციაა.
5 თამაში 1+1 ძალიან ცოტაა. მითუმეტეს რამოდენიმე სუსტი გუნდი იყო.
მოკლედ მის ხელშია ყველაფერი.
სქური
15:35 12-02-2025
0
მკვდარ გუნდებთან ან შიდა თასზე ან ამხანაგურებზე ანდობენ ძირითადში თამაშს, ასეთ შემადგენლობას (რომელსაც არანაირი პრობლემა არაქვს) აბა ვინ უნდა ამოაგდოს ძირითადიდან.. უნდა დაამტკიცოს ჯერ რომ რომელიმეზე უფრო ძლიერია.
კახა
15:13 12-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული