არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში - კონტეს "ნაპოლიში" პრობლემები არ ელევა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გაყიდა, მისი შემცვლელი ვერ იყიდა და ეს ამბავი დავიდ ნერეშს მიანდეს, თუმცა "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს აქაც არ გაუმართლა.

Calcionapoli წერს, რომ 27 წლის ბრაზილიელმა "უდინეზესთან" 9 თებერვალს გამართულ საშინაო მატჩში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ბარძაყის ტრავმა მიიღო და მინიმუმ 1 თვით მოუწევს უქმოობა.

საინტერესოა, რომ "ნაპოლის" ჩემპიონატში სწორედ ახლა აქვს გადამწყვეტი პერიოდი და მომდევნო 4 ტურში ისეთ გუნდებს უნდა დაუპირისპირდეს, როგორებიც "ლაციო", "კომო", "ინტერი" და "ფიორენტინაა".

მოკლედ, კონტეს გუნდის მორიგი შემტევი
გამოაკლდა და ის ნოა ოკაფორით უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც "მილანიდან" ინათხოვრა და "როსონერიში" სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნერეში, რო ყავდა ხო ანგრევდა ყველაფერს, რამდენი თამაშია ღირებული არაფელი გაუკეთებია, ამდენი ხანი ხვიჩას მიწასთან გასწორებდნენ, სანახევროდაც ვერ შეცვალა ამან ხვიჩა
გოგა
12:43 12-02-2025
0

სიახლეები პოპულარული