გვიანია თითზე კბენანი. "დე ლაურენტისმა ვერ გათვალა, ვისთან ჰქონდა საქმე და ხვიჩას წასვლამ გუნდში უზარმაზარი უფსკრული შექმნა" - Areanapoli

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის გამო „ნაპოლის“ პრობლემა შეექმნა და Areanapoli-ის აზრით, „კვარა“ უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის აგეტმა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 4 მილიონ ევრომდე მომატება მოსთხოვა, მაგრამ მან წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ყურადღება არ მიაქცია, რადგან მიაჩნდა, რომ ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიდან გამომდინარე, არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. დონ აურელიომ ვერ გათვალა, რომ საქმე ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც სამართლიანად გრძნობდნენ თავს დაუფასებლად და იგნორირებულად:

Sportall.Ge

„ხანდახან ხელშეკრულებების შესასრულებლად მათი გადახედვაა აუცილებელი. რამეთუ ფეხბურთი
მოედანზე ისტორიის შექმნაა და მოთამაშე პატივისცემის ღირსია. ყველა სფეროში შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, ფული კი თავის როლს თამაშობს. „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ მცირე თანხა როდი მიიღო - 75 მილიონი. თუმცა, ხვიჩას „პარი სენ ჟერმენში“ მოულოდნელმა გადასვლამ შემადგენლობაში უზარმაზარი უფსკრული შექმნა და გუნდი უეცრად ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა. ქართველი ტალანტის ტრანსფერი ფაქტიურად გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. დღეს ხვიჩა 24 წლის გახდა“.

altარც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში - კონტეს "ნაპოლიში" პრობლემები არ ელევა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარას ჯანმრთელობა და წარმატებები..! ხოლო ხვიჩა გაიყიდა 70 მილიონად და პლიუს 10 მილიონი გადანაწილდა მის საფეხბურთო აგენტზე, მამამისზე და კიდევ ვიღაც საეჭვო პირებზე(ეს ხუმრობით). და ყველამ წარმოიდგინეთ ცოტათი მაინც ხვიჩას ადგილას თქვენი თავი, რას გადის და როგორია დაიწყო ნაპოლის ფიზ.მომზადებით, მერე ტრავმის გამო ერთი თვე უთამაშებელი იყო და მერე სხვა გუნდის ფიზ. მომზადებაზე გადახვიდე, მათ შეეწყო პიროვნულად, გუნდურად, ყველანაირად, თან როდესაც ყველა განსაკუთრებით გაკვირვება და მაქსიმუმს ითხოვს..! ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ვინმეს სადმე გითამაშიათ, ან გიმუშავიათ მაინც, მიხვდებით რა წნეხის და ადაპტაციის ქვეშ არის ის ახლა... ხვიჩას გარდა მთელი გუნდი დაფრინავს და აცალეთ დაეწიოს გუნდს ყველანაირად..!
Bengalski999
14:41 13-02-2025
0
პირდაპირ კავშირშია ეგ ყველაფერი რაც დავწერე, ამ საკითხს ეგ ეხება ეგ დეტალები, აბა რა არის კავშირში მზე შევიდა სატურნში? კიდია კაცს სხვა მრწამსი და წერეთ და იკითხეთ ეხლა...
ავჭალიდან
11:55 13-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული