22:12 26-09-2017
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
საპასუხო მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე, მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ.
სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. ტაიმი ასეც დასრულდა - 3:3.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ, რასაც მალევე ნიკოლოზ კურტანიძემ გოლითვე უპასუხა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობდა, შეუტია კიდეც, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო - სავიომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამის შემდეგ რუმინელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს...
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
1 წამში რომ გოლს გაუშვებ არ ვიცი რა დავარქვა.....
10
0
ეტყობა ქართველ კაცს სიხარული არ უწერია, სულ წაგება გადამწყვეტ მომენტში...
10
3
ის ნაწნავიანი კაცი ვინ იყო, სად იყო და რა უნდოდა სტადიონზე შეუძლია მითხრას ვინმემ?
10
0
ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ძირითადში ათამაშებდა კუპატაძეს, იმიტომ რომ ჩვენთან მთავარი ავტორიტეტია, უცხოელი მწვრთნელი კი ძირითადში ათამაშებდა ბუკიას, იმიტომ რომ უცხოელი პროფესიონალი მწვრთნელებისთვის ავტორიტეტზე მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კარგი ფორმაა. ბუკიამ კარგად ითამაშა რუმინეთში. ტრამვამოშუშებულ მეკარეს არცერთი მაღალი დონის უცხოელი სპეციალისტი არ დააყენებდა ძირითადში. ეს წაგება პირველ რიგში მწვრთნელის ბრალია, რომელმაც ცუდ ფორმაში მყოფი კუპატაძე ამჯობინა მაგარ ფორმაში მყოფ ბუკიას.
5
0
ნებისმიერი უცხოელი მწვრთნელი უცხოეთში კი ათამაშებდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ეგრე ადვილი არ არის. ამის მაგალითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაც კმარა. ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა მოკლე სკამის და ტრავმების მიუხედავად, შესანიშნავი ნაკრები ჩამოაყალიბა, რომელსაც ნახევარფინალში გასვლისათვის ამზადებდა. ამ ნაკრებში ყველაზე სუსტი რგოლი ზაზა ფაჩულია იყო. ეს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ჩანდა. მთავარმა მწვრთნელმა ვერ გარისკა ზაზა ფაჩულიას გუნდიდან დათხოვნა, ხოლო მისი შერმადინით ჩანაცვლების გეგმაზე(ანუ ფაჩულია შერმადინის რეზერვად) ფაჩულიამ სასტიკი უარი განაცხადა და წასვლით დაემუქრა. ზუროსმა ვერ გარისკა, რადგან ცუდი შედეგის შემთხვევაში ყველაფერს ზაზას არყოფნს დააბრალებდნენ. მოკლედ, რას ვიზამთ, ქართული რეალობა ეს არის.
2
0
1 წამში რომ გოლს გაუშვებ... - ეს არის უვიცობა და არაპროფესიონალიზმი... როგორც კალათბურთელებს დაემართათ ლიტვასთან მოგების შემდეგ, სტუმრად ფრეთი ამათაც საქმე გაკეთებულად ჩათვალეს. ისე, რაღაც ვერსად ვნახე კალათბურთელების ფიასკოს პროფესიონალური ანალიზი... თუმცა რა, სხვაგან სად დაგვრჩნენ პროფესიონალები, ჟურნალისტიკაში რო ვეძებოთ... მასობრივი „პროფანობაა“ ყველა სფეროში...
3
0
კაროჩე რა
3
0
სამაგიეროდ ფედერაციამ, სპორტის სასახლემ და კიდევ ალბათ ტოტალიზატორშიც კაი ფული იშოვეს და ევროპა არც ყოფილა და ახლაც მოითმენს, იქ მაინც ასტრონომიული ანგარიშებით გაგვანადგურებდნენ. რავა ყველაფერ რეკლამირებულს და მოსაგებს ვასხამთ ყველა სპორტში, მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ კაი დადგმული სპექტაკლივით იქნებოდა ყველაფერი და ისე კარგად აგიხდეთ კარგი რამ როგორც ჩვენი სპორტსმენები ამას ასრულებენ. გახსოვთ რამე ან ვინმე რომ ქართველი ფავორიტი ყოფილიყო და სერიოზული რამ მოეგოს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელი და მისახედი ამბავია. მე კი არც მიყურებია 3-2-ის მერე მივხვდი რომ თამაში გაკეთებული იყო ისედაც ნებისმიერ სპორტში თუნდაც ჭიდაობებში ფინალებს არც ვუყურებ თუ ქართველი ფავორიტია, ვიცი რომ უეჭველი გაასხამს და დააბრალეთ ახლა ეს ყველაფერი "შემთხვევითობას?". რატომღაც მარტო ქართველებს ებრძვის ეს შემთხვევითობა, დავიჯეროო???............!!!!!!!!!!!
2
1
სამწუხაროდ აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობაში ქართველებს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს. გამარჯვებულის მენტალიტეტი რომელიც თამაშს მის დაწყებამდე მოგაგებინებს. მაგრად ვთამაშობთ იმ თამაშებს სადაც აუტსაიდერები ვართ აი ყველა იმ თამაშს კი ვაგდებთ სადაც ფავორიტები ვართ და აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეთ. მე მომწონს რამოდენიმე სპორტის სახეობის განვიტარების ტემპები და გამარჯვებულის მენტალიტეტიც მოვა გამოცდილებასტან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს მათ თავდაუზოგავად იშრომეს იბრძოლეს და თავი დადეს მოედანზე ეს კი საამაყოა ყველა ქართველისათვის. დღეს ვერ გავედით? ხვალ გავალთ მთავარია ამ შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა. დიდი მადლობა ყველას ფეხბურთელებს, მწვრთნელებს ფედერაციას. ასე გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად მოვა.
2
0
ცინასცარ ლაპარაკმა ეს იცის.
2
1
მადლობა ფეხბურთელებს. რასაც მიაღწიეს ეგეც წარმოუდგენელი იყო დაფინანსების გარეშე დარჩენილი ფუტსალისთვის.ფუმასა საერთოდ სად იყო და რას აკეთებდა მე ვერ გავარკვიე. მგონი არ დაიხარჯა ეგ კაცი სათანადოდ. აშკარა იყო მწვრთნელის შეცდომები.
2
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული