გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ფოფხაძე ამჟამად უგუნდოდაა. მან უმძიმესი ტრავმა მოიშუშა და მინდორს დაუბრუნდა. და ეს მაშინ, როცა მისი სიცოცხლეც კი ბეწვზე ეკიდა. ფოფხაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა "დილა".

"ლელომ" მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, თავის დროზე ის ავსტრიული "შტურმის", პოლონური "იაგელონიასა" და სხვა არაერთი კლუბის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ...

- საქართველოს ჩემპიონატს და, ზოგადად, ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ ვითარებას როგორ აფასებთ?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართული ფეხბურთი არის ჭაობში და ახლა დავიწყეთ ნელ-ნელა ამ ჭაობიდან ამოსვლა. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ
სულზე მოგვისწრო. რომ არა ეს, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი აუცილებლად გაუქმდებოდა.

უბრალოდ, ვერ შევძლებდით ჩემპიონატის ჩატარებას. ლევან კობიაშვილი ჩემი ძმაკაცი არ არის. უბრალოდ, ვხედავ, რომ ეს ხალხი მონდომებულია. მეორე მხრივ, ჩვენს ფეხბურთში უამრავი პრობლემაა.

როგორ შეიძლება, ფეხბურთელს 1500 ლარი ჰქონდეს ხელფასი?! მისი კარიერა ხომ ძალიან ხანმოკლეა? ამიტომ, ბევრი გარბის დღეს ფეხბურთიდან და ცდილობს, სხვაგან დასაქმდეს. ვთქვათ, ბანკში ან რომელიმე სხვა სამსახურში. ყველას ვერ მოსთხოვ იმას, რომ ფანატიკურად უყვარდეს ფეხბურთი.

ყველა ადამიანი ინდივიდია და ინდივიდუალური პრობლემები აქვს. ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა არის მენეჯმენტი. ამ კუთხით თუ შევხედავთ, თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია.

დავასახელებ მხოლოდ ოთხ კლუბს, რომელსაც ასე თუ ისე აქვთ განვითარების გეგმა - "დინამოს", "ლოკომოტივს", "საბურთალოს" და "ტორპედოს". დანარჩენებს მე ვერ მივაკუთვნებ ამ კატეგორიას.

ალბათ, მეტად უნდა გაკონტროლდეს ის, თუ ზუსტად სად მიდის და რაში იხარჯება ფონდის მიერ გამოყოფილი ფული. ეს ხომ ხალხის ფულია და ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა?! კადრების მხრივ, სერიოზული პრობლემაა ქართულ ფეხბურთში და, ალბათ, ამას არც არავინ უარყოფს.

ჩვენ ახლა რომ გავდივართ, ის გზა უკვე გაიარეს თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და აზერბაიჯანმა. აზერბაიჯანში ვითამაშე ბოლოს, იდეალური პირობებია.

ჩვენთან კი რაც ხდება, ყველამ ვიცით. მერე გავალთ ევროთასებზე და შევრცხვებით საშუალოზე საშუალო კლუბებთან. ამის მერე ისევ ფეხბურთელებს გვაგინებენ! გასაგებია ხალხის გულისწყრომა, მაგრამ დამიჯერეთ, ფეხბურთელი არ არის მხოლოდ დამნაშავე. მეტიც, ის ყველაზე ბოლოსაა დამნაშავე.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამდვილად მართალია ეს კაცი
giorgi
04 იანვარი 2018 22:35
0
მთავარში მართალია გიორგი. ქართულ ფეხბურთსი 80 პროცენტი მაინც არაპროფესიონალები არიან დასაქმებულნი. ამათ ფულის დასახარჯად კიარა საშოვნად მოსული, არაფრის მცოდნე ხალხი ემატება და იმიტომაა ჭაობში ჩვენი ფეხბურთი. არავინ არავის პასუხს არ თხოვს. ფონდი კიდევ ამათ უწყობს ხელს, იმის მაგივრად რომ მკაცრად გააკონტროლოს სად მიდის ბიუჯეტის ფული
გონერი
30 დეკემბერი 2017 23:49
0
სულზე კი არ მოგისწროთ პირიქით დაღუპა სახელმწიფო დაფინანსებამ ფეხბურთი, მე რომ ვიყო ავკრძალავდი სახელმწიფო კლუბებს, დარჩებოდა 4 კლუბი ხოდა დარჩენილიყო ნელნელა იყიდიდა კერძო ინვესტორი და გახდებოდა ისევ 10 ან 12 ან რავი 18!!!
fsiuuu
30 დეკემბერი 2017 21:47
0
მართალი კაცი ხარ, კლუბის მმართველები უმეტესწილად გაურკვეველი და არაფრისმცოდნენი არიან, უნდა მოხდეა მათი ჩანაცვლება განათლებული, მიზანსწრაფული და გეგმისმქონე ადამიანებით და გუნდით
30 დეკემბერი 2017 21:17
0
"მეტიც, ის ყველაზე ბოლოსაა დამნაშავე."----პაიჭაძე,ბასა,მიშა,სლავა,ყიფო,ვოვა ფულებში ცურავდნენ თუ რა?ხანმოკლეაო. ხო ცხოვრობენ სიომა,ილო,ჩივაძე რაღაცნაირად ისე რო არავის დასაყვედრებელი არა აქვთ?დიახაც ფეხბურთელებზეა მწვრთნელზე ადრეც კი ფეხბურთი დამოკიდებული და იმიტომ ქვია ფეხბურთელების თამაში!
თამაზი
30 დეკემბერი 2017 16:48
6
პაიჭაძე,ბასა,მიშა,სლავა,ყიფო,ვოვა ფულებში არ ცურავდნენ, მარგამ ცხოვრობდნენ ქვეყანაში რომელშიც სოციალისტური წყობა. იქ სამსახურს ყველა შოულობდა ვინც ეძებდა და ხალხს საჭმელი არ ენატრებოდათ. არსებობდა სოციალური გარანტიებიც. მითუმეტეს მსსგავსი სახელგანთქმული ადამიანებისთვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ველურ კაპიტალიზმში, რომელიც ყველაფერთან ერთად კორუფციის სენით არის შებყრობილი. თუ ფული არ გაქვს შიმშილით მოკვდები. უმუშევარი და უფულო კაცი მათხოვრდება, სამედიცინო მომსახურებაზე ხო აღარაფერს ვამბობ. აქედან გამომდინარე სპორცმენებს ფული ჭირდებათ. ანაზღაურების გარეშე არავინ დაკავდება ამ საქმით. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ რააა!!!! ვაააააა!!!!
nika
30 დეკემბერი 2017 18:19
0
chaobshi aba ra, samokvarulo done da garigebuli tamashebi, saklubo chempionatshi bolo adgilze ki viknebit))))
qomagi
30 დეკემბერი 2017 14:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული