19:58 25-01-2018
თბილისის "დინამო" თურქეთში შეკრებაზე "ზორიასთან" 0:3 დამარცხდა[VIDEO]
AutoSharing Option
"დინამომ" თამაში აქტიურად დაიწყო და ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე ჩუგაევმა, შემდეგ "ზორიამ" კონტრიერიში განახორციელა და კოჩერგინმა ბურთი ძელს გაარტყა. ამის მერე თამაში გათანაბრდა და ბურთს უფრო ხშირად ლუგანსკელები ფლობდნენ. შედეგად, ტაიმის დასასრულს სვატოკმა ნაკუთხურალ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში უკრაინული გუნდი ფლობდა ინიციატივას, ლიუბენოვიჩმა 64-ე წუთზე მეორედ დალაშქრა საქართველოს ვიცე - ჩემპიონის კარი, ხოლო 87-ე წუთზე ავტოგოლით ანგარიში 0:3 გახდა.
"დინამოს" სასტარტო შემადგენლობა: გულისკერია, ხარაბაძე, თოთაძე, კობოური, რუხაია, ქარდავა, ივანისენია, შულაია, კიტეიშვილი, ივინიშვილი, ზივზივაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბუნია, ერგემლიძე, გადრანი, გაბიტაშვილი, კუცია, ქოჩლაძე, მარიანოვიჩი, ბაბუნაძე, დარცმელია, ბ. ხარშილაძე
შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ "ზორია" ტრნავას "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა და გოლითა და საგოლე გადაცემით თავი ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამას დამარცხებას უწოდებთ??? ამას სხვა რამე ჰქვია
26
0
არ მიხარია მაგრამ მეტის ღირსია ფიფია ესეც თქვენი გაუთავებელი ყოველწლიური გუნდის გაახალგაზრდავება და ვითომ შენება
18
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული