დღეს თბილისში, სასტუმრო River Side-ში საქართველოში გასამართი "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა.
7-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს ყოველწლიურად 5-დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ. მასტერკლასებს კი ბავშვებს იტალიელი მწვრთნელები ჩაუტარებენ. კონკრეტულად კი ტურინიდან 3 მწვრთნელი ჩამოვა.
მასტერკლასის გავლის შემდეგ კი ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ.