შერიფი VS ტორპედო - სწრაფი გოლი და ტაქტიკური გამჭრიახობა!

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში, ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "შერიფი" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას მოლდოვური კომპანია "ტვს" წარმოადგენს, ამ არხის სტრიმს კი მითითებულ დროს Sportall.ge-ზეც შემოგთავაზებთ.

ტირასპოლში იმერლებს ნამდვილი ომი ელით. ადგილობრივი ფანები და "შერიფის" ძვირად ღირებული ლეგიონერები შეეცდებიან, "ტორპედოს" ჯოჯოხეთი მოუწყონ.

თუმცა, იმედია, "ტორპედო" პირიქით, იქით მოახვევს მეტოქეს საკუთარ თამაშს, ხოლო კახა ჩხეტიანი კიდევ ერთხელ გაგვახარებს ტაქტიკური გამჭრიახობით.

ქუთაისელებმა თადარიგი დაიჭირეს და ტირასპოლში არა ერთი დღით ადრე, არამედ ოთხი
დღით ადრე ჩავიდნენ და სამი ვარჯიშის გამართვაც მოასწრეს. კახა ჩხეტიანმა აღნიშნა კიდეც პრესკონფერენციაზე, რომ ეს აკლიმატიზაციისა და გარემოსთან შეჩვევისთვის გააკეთა.

altკახა ჩხეტიანი: მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ

ქუთათურების მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე გრიგოლ დოლიძის არყოფნაა. გუნდი ისედაც მოიკოჭლებდა შემტევ ფაზაში და ერთ-ერთი ლიდერის დანაკლისი ნამდვილად ცუდი ამბავია. მის პოზიციაზე, დიდი ალბათობით, არფანგ დაფე დადგება, თუმცა კახა ჩხეტიანისაგან სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, სხვა ვარიანტიც შემოგვთავაზოს.


alt"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

მოსალოდნელია, რომ წინა შეხვედრის გმირს, გიორგი ქიმაძეს მაქსიმალურად შეუზღუდავენ სივრცეებს და ამ დროს ლევან კუტალიას აქტიურობა არის საჭირო. ამავდროულად, მოსამატებელია დაცვის ხაზში. "ტორპედოს" ახლა, როგორც არასდროს, საუკეთესო ფორმაში მყოფი ლევან გეგეჭკორი, ლაზარ მარინი და თუნდაც მარეკ გლინკა სჭირდება. საპასუხო შეხვედრაში ამ ფეხბურთელებს მეტი სამუშაო ექნებათ.

ბადიბანგა და მეტოქე
კარგი ამბავია, რომ "შერიფი" საუკეთესო ბომბარდირმა ვიტალიე დამასკანმა დატოვა. მართალია, დამასკანს პირველ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ მეტოქის რიგებში ასეთი დონის ფორვარდის არყოფნა მაინც სასიხარულოა.

 

altტირასპოლის "შერიფის" ბომბარდირი "ტორპედოსთან" მატჩამდე "ტორინოში" გადავიდა

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არცერთი მოლდოველი არ ყოფილა და მხოლოდ შეცვლაზე ალექსანდრე ბოიჩუჩი შევიდა, რომელიც 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

მოლდოველი არ არის, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბელგიელ-კონგოელმა ზიგუი ბადიბანგამ წინა შეხვედრაში მარჯვენა ფლანგიც აიკლო და არც სხვა პოზიციები არ დაუტოვებია გაუვლელი. მას პერსონალური დაცვა სჭირდება, რადგან რთულია გაიგო, სად რას იზამს.

რაც შეეხება დანარჩენ შემტევებს, "ტორპედოს" დაცვითმა ხაზმა მეტ-ნაკლებად შეაჩერა. ალჰაჯი კამარას, რიფეთ კაპიჩსაც და გერსონ როდრიგესსაც მაქსიმალურად ზღუდავდა კობახიძე -აზაცკის წყვილი.

ევროპა ლიგის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის მოწყურებული "შერიფისთვის" წაგება და მით უმეტეს, ფრე კატასტროფის ტოლფასი იქნება. ამაზე "შერიფის" კაპიტანმა მეტეო სუშიჩმაც ისაუბრა, რომ მათ ბავშვური შეცდომები დაუშვეს და ამჯერად გაცილებით მეტი კონცენტრაცია მართებთ.


alt"შერიფის" კაპიტანი მატეო სუშიჩი: უნდა ვაჩვენოთ, რომ ქუთაისში შემთხვევით დავმარცხდით. გავიმარჯვებთ

წინა შეხვედრაში გამოჩნდა რასაც წარმოადგენს "შერიფის" მეკარე. ალბათ, კარგი იქნება გაცილებით მეტი შორეული დარტყმა. ჩემი გადმოსახედიდან, ტირასპოლელებისთვის ზვონომირ მიკულიჩი აქილევსის ქუსლია და მისგან სასწაულ "სეივებს" არ უნდა ველოდოთ.

რას ველით?
"ავტობუსს" არ ველით, ამაზე პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანმა პირდაპირ თქვა და მართალია კიდეც, თავქუდმოგლეჯილი დაცვაში ჩადგომა შეიძლება გაცილებით უარესი გამოდგეს, ვიდრე გახსნილი შეხვედრა და საკუთარი მომენტების შექმნა-გამოყენება.

შეთამაშების მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება გუნდში, ფეხბურთელები გარკვეულწილად გაიცნობდნენ ერთმანეთის სტილს. რა თქმა უნდა, იდეალური ამბავი იქნება მატჩის დასაწყისშივე გოლის გატანა, რაც "ტორპედოს" მეტად დააზღვევს და საგრძნობ უპირატესობას მისცემს.

 

"შერიფთან" საპასუხო მატჩს დანიელები განსჯიან
"შერიფისა" და "ტორპედოს" საპასუხო მატჩს დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი პიტერ კიარსგაარდი იქნება. მას ასისტენტობას კრისტიან ბრიქსენი, დენის რასმუსენი და იურგენ დაუგბიერგი გაუწევენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ახლა დარწუნებული ვარ შერიფი ტორპედოსგან 10 წუთის განმავლობაში არ ელოდება შეტევას და ზუსტად ამ 10 წუთში გუნდმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოს და შეუტიოს, თუნდაც გოლი ვერ გავიტანოთ წნეხის ქვეშ გვეყოლება ყოველთვის და თავქუდმოგლეჯილი ყველა ვერ გადმოვა შეტევაზე, წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოს და სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას თუნდაც უშნო და ულამაზო თამაშით, ვინმე თუ ილაპარაკებს უშნო თამაშზე ხვალ მე დამაბრალეთ და მე ვაგებ პასუხს უშნო მოგებაზე. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო მთელი საქართველო თქვენთანააა.
roma
18 ივლისი 2018 12:00
1
ტორპედო, უნდა გაგვახარო! აბა თქვენ იცით, ლომებო, არწივებო, მგლებო!
ქუთაისელი
18 ივლისი 2018 12:58
7
"ჯოჯოხეთის" ხსენების გარეშე არ შეიძლება სტატიების წერა??? :D
ლადო
18 ივლისი 2018 11:39
1
დავაი ბიჭები აბა თქვენ იცით ერთადერთი ქართული გუნდია რომელიც სერიოზულად მიუდგა ევროტურნირებს და გაძლიერდა ნორმალური დონის ლეგიონერებით და ქართველი ფეხბურთელებით სწრაფი გოლი საუკეთესო ვარიანტი იქნება რათქმაუნდა ძალიან დიდ უპირატესობას შეგვიქმნის თუმცა გეგეჭკორი პირველ თამაშში ძალიან არადამაჯერებელი იყო და იმედია გამოასწორებს თორე მართლა აიკლო მარჯვენა ფლანგი შერიფის ვინგერმა დანარჩენი ასეთუისე ნორმალურია დაცვა საყრდენებიც ნორმალურია ერთადერთი ცენტრ ფორვარდის არყოლა ქმნის პრობლემას რადგან საჰაერო ორთაბრძოლებში უჭირთ და ასევე საბოლოო ფაზაში გოლის გამტანი ბევრი არგვყავს ამიტომ შეტევაში მოსამატებელი გვაქვს ეს პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა თორე ის ორი მომენტი მართლა გვაჩუქეს რაც საბედნიეროდ გამოვიყენეთ წარმატებები მოუთმენლად ველი ამ მატჩს
kobaaa
18 ივლისი 2018 11:08
2
ტორპედოს უკანმოუხედავი შეტევები არ ჭირდება არც ისინი შემოგვიტევენ პრველივე წუთებიდან უნდა დაველოდოთ შანსს და ვაგრძნობინოთ რომ კონტრშეტევა თუ გაეპარათ ცუდად დაუმთავრდებათ ამიტომ დარწმუნებული ვარ სწორი დისციპლინირებული თამაშის შემთხვევაში მაგათი ბაქი ბუქი ქარს გაყვება.
dato
18 ივლისი 2018 14:10
1
ნეტარ არიან მორწმუნენი. რამეთუ სწამთ! დონე "ნეტუ" "დარაგოი"!!!!!!!!!!!!!!
g.v.g.
18 ივლისი 2018 18:29
2
დავაი ტორპედო, მთელი საქართველო თქვენსკენ არის ბიჭებო, გაგვახარეთ, თბილისი თქვენთან არის ყველა კომენტარს ნუ კიაქცევთ ყურადღებას თბილისელიც წერს ცუდს და ქუთაისელიც მთავარია ქართველები ვართ და უნდა გვიხაროდეს ერთმანეთის წარმატება, დავაი ტორპედო!!!
tbiliski
18 ივლისი 2018 17:56
1
ტორპედოს შანსი 30-70- ზეა შერიფის სასარგებლოდ.

geo
18 ივლისი 2018 11:05
22
ყოჩაღ, ნამდვილი ფეხბურთის ვანგა ხარ. რატომ მოგვახალე? შემოგეპარებინა
ჰო და..
18 ივლისი 2018 11:35
3
სწრაფი გოლები სწრაფი გამოვარდნა
araaa
18 ივლისი 2018 12:29
16
წარმატებები შერიფს!
თბილისის დინამოს გულშემატკივარი
18 ივლისი 2018 12:25
38
ასეთ სისულელეს რომ წერ, ცოტა დაფიქრდი.. მაგრამ ეს ყველაფერი იმ ვაი გილშემატკივრების ბრალი დინამო ტორპედოს მატჩამდე ერთმანეთს რომ დედას აგინებენ და ხელს ურტყამენ. . ეს რომ ჰგონიათ გულშემატკივრობა
solo
18 ივლისი 2018 14:57
3
შენს უბანში ,შენს ოჯახს წარმოადგენ,შენს ქალაქში-შენს უბანს, შენს მხარეში -შენს ქალაქს ან სოფელს,შენს ქვეყანაში-შენს მხარეს,ხოლო უცხოეთში-შენს სამშობლოს.ახლა შენ მითხარი დინამოს ვაი გულშემატკივარო,აქ ჩამოთვლილებიდან რომელს არ შეარცხვენს ეგ შენი პოსტი,ან დინამოს არ სჭრი საქვეყნოდ თავს?ან რა თავში სახლელად უნდა დინამოს ისეთი გულშემატკივარი,რომელსაც სძულს ქართული ფეხბურთი და რომლის პრესტიჟის დასაცავადაც ერთი კვირის წინ თავები გადადეს დინამოს ბიჭებმა?სირცხვილია,მეტი რომ არ ვთქვათ და დაფიქრდი,სანამ რამეს საქვეყნოდ გამოიტან.
სოსო
18 ივლისი 2018 15:44
4
ყველა გამოხმაურება
რის ხარჯზე ფრე, ჰაა??? ფრე არა ნიახური
ვასილიჩი
18 ივლისი 2018 18:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული