"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედო" მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში მზადებას განაგრძობს. იმერლები ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრისთვის ემზადებიან.

კლუბში რამდენიმე ახალი ამბავია:

გრიგოლ დოლიძე
გრიგოლ დოლიძე კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა "შერიფთან" საპასუხო შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც პირველ შეხვედრაშიც აწუხებდა. მიუხედავად ამისა, წინა მატჩი მაინც ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც კლუბში განგვიცხადეს, ის მეორე ეტაპის მატჩებიდან შეურთდება გუნდს.

არფანგ დაფე
სენეგალელმა ფეხბურთელმა სავიზო პრობლემები მოაგვარა და კლუბს ტირასპოლში მეორე ვარჯიშზე შეუერთდა. სავარაუდოდ, ის ჩაანაცვლებს ძირითად შემადგენლობაში გრიგოლ
დოლიძეს.

ტრანსლაცია
როგორც უკვე გაცნობეთ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განგვიცხადა, რომ მოლდოველები ტრანსლაციას არ გეგმავდნენ და მათ სიგნალის გარეშე არ შეეძლოთ რეპორტაჟის შემოთავაზება. თუმცა, როგორც გაირკვა, მოლდოვური ტელეკომპანია "ტვ" ამ შეხვედრას აჩვენებს და ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ შეხვედრის ინტერნეტტრანსლაციას.

altშერიფი-ტორპედოს მატჩს "პირველი არხი" ვერ აჩვენებს

მსაჯები
"ტორპედოსა" და "შერიფის" საპასუხო მატჩს ტირასპოლში დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი პიტერ კიარსგაარდი იქნება.



alt10-ბალიანი სისტემა: "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

 

altტირასპოლის "შერიფის" ბომბარდირი "ტორპედოსთან" მატჩამდე "ტორინოში" გადავიდა

alt"შერიფის" მწვრთნელი საბლიჩი: ისე, არ მეგონა, თუ სტუმრად წავაგებდით

მკითხველის კომენტარები / 8 /
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის არხია თუ კერძო? Myvideo-ს სასამართლოები,რომ მოუწყეს ემიგრანტებს მხოლოდ მაქედან შეეძლოთ მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ქართული კომენტარით და ეგეც კი არ გაითვალისწინეთ!სახელი შეუცვალეთ ეს არხი საზოგადოებისთვის არ არის!
ზურა
17:17 17-07-2018
0
Matchi rodisaa da romel saatze rom migewerat ra dashavdeboda? Ukve meramdened
Magrebi xart
17:10 17-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული