"ტობოლის" მწვრთნელი - "სამტრედიასთან" მატჩზე: ამდენ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, შეიძლება ცუდი შედეგი მიიღო

AutoSharing Option
"სამტრედიას" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ტობოლის" მწვრთნელმა ვლადიმირ ნიკიტენკომ გააკეთა.

"სამწუხაროდ, ბევრი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ის რაც ჩაფიქრებული გვქონდა, გადავსულიყავით შემდეგ ეტაპზე, შევასრულეთ.

ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს სამუშაო და ვცდილობთ, შეცდომები გამოვასწოროთ, რთულია ასე თამაში, როდესაც მომენტებს ვერ იყენებ.

ასეთი თამაშით შესაძლოა, ცუდი შედეგი მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შედეგისთვის ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა".

alt"სამტრედია""ტობოლთან" სტუმრადაც დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული