"სამტრედია" "ტობოლთან" სტუმრადაც დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც დამარცხდა "სამტრედია" "ტობოლთან" (0:2) და გათამაშებას გამოეთიშა.

"სამტრედიამ" თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვა გოლი და 0:1 დამარცხდა, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა. 8 432-იან სტადიონზე დაახლოებით 5 ათასი მაყურებელი მივიდა, ტემპერატურა კი 27 გრადუსი იყო.

"სამტრედიას" მწვრთნელმა გია ცეცაძემ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - ფანცულაისა და ჩაჩუას ნაცვლად სასტარტოში ახალაძე და ლიპარტია დააყენა.

მასპინძლებმა უკვე მე-12 წუთზე გახსნეს ანგარიში და ისედაც მძიმე
მდგომარეობაში
მყოფი ქართული გუნდი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ამის შემდეგაც უპირატესობას "ტობოლი" ფლობდა და 27-ე წუთზე კვეკვესკირმა წინ გამოსული პოგორილის კარში ვერ მოახერხა ბურთის გატანა. 37-ე წუთზე კი მოროშნიჩენკომ მცველების შეცდომით ისარგებლა, გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, მასპინძლებმა სტრატეგია შეცვალეს, უკან დაიხიეს, "სამტრედიამ" შეუტია და პირველი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასულმა ფატიჩმა თავურით ვერ მიაღწია მიზანს. 82- წუთზე კი ნუსერბაევის გადაცემით დარაბეავმა მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

altგია ცეცაძე: შეგვეძლო გოლის გატანა, მერე მეორე გოლი გავუშვით და თამაშმა აზრი დაკარგა

მოკლედ, 2007 წლის შემდეგ "ტობოლმა" პირველად გადალახა ევროტურნირების პირველი რაუნდი და შემდეგ ეტაპზე "პიუნიკი"-"ვარდარის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


alt"ტობოლის" მწვრთნელი - "სამტრედიასთან" მატჩზე: ამდენ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, შეიძლება ცუდი შედეგი მიიღო

კუსტანაი. "ორტალიგი"
ტობოლი - სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 ტურისბეკი (12), 2:0 დარაბაევი (82)

ტობოლი: ნეპოგოდოვი, მიროშნიჩენკო (დარაბაევი 75), კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, ბისტროვი (ჟარინბეტოვი 68), ფედინი, კვეკვესკირი, კანკავა, ნურგალიევი, ტურისბეკი (ნუსერბაევი 63)

სამტრედია: პოგორილი, გურული, ფატიჩი, გოგიაშვილი, ახალაძე (მესიაჩენკო 77), ენდელაძე, მამასახლისი (ოლაიტანი 67), ბაჩიაშვილი, გი, ლიპარტია, მაქაცარია (ხაბეიშვილი 70)

მკითხველის კომენტარები / 11 /
გაუჭირდებოდათ...
დავი t
20:49 19-07-2018
0
ეს არის ფეხბურთი განვითარებისთვის მოვდივართო? კობიაშვილს ვეკითხები. სულ უკან მიდის საქმე. მანამდე ჩვენი გუნდები პირველივე ეტაპზე მაინც არ ვარდებოდნენ (დინამო, ზესტაფონი, დილა, ჩიხურა და ა.შ) ახლა რა ხდება?
1

სიახლეები პოპულარული