"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" 0:2 დამარცხდა "მარიბორთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

"მარიბორის" 13 000-იანი სტადიონი 2/3-ით შეივსო, გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. "ჩიხურამ" მეტოქეს შტურმის საშუალება არ მისცა, თუმცა მის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა: მე-10 წუთზე ზაჰოვიჩი დაუსხლტა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს, ცენტრში ბურთი ტავარესს უპასა, რომელიც ცენტრალურ მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 27-ე და 30-ე წუთებზე კი საჩხერელთა მეკარე ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ სოსო ფრუიძის
შეგირდებმა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის ნახევრზე აწევა მოახერხეს, შეუტიეს კიდეც. უშედეგოდ და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი სლოვენიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ჩიხურა" თავს ორგანიზებულად იცავდა და თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჰამზიჩი, რომელმაც სულერის თავური მოიგერია. თუმცა, "მარიბორმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა - ზაჰოვიჩი ცენტრალურ მცველებს გაექცა, ჩვენს გოლკიპერთან ერთი ერთზე გავიდა და 1:0.

საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.

მარიბორი. "ლიუდსკი"
მარიბორი - ჩიხურა 0:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პიჰლერი, სულერი, ივკოვიჩი, ვილერი, ვრჰოვეცი, დერვიშევიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 74), ჰოტიჩი (ვრსიჩი 88), ტავარესი, ზაჰოვიჩი (გრეტუ 86)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა

alt"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის :)
ვაი
03 აგვისტო 2018 00:16
3
34 წლისაა ის მარიბორის ბრაზილიელი ლეგიონერი და 90 წუთი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, მთელი თამაში სხიფათოდ უტევდა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა. სტატისტიკაც რომ ვნახე მთელი კარიერა მარიბორში აქვს გატარებული და ყველა სეზონში ნორმალურად გააქვს გოლები და ერთ-ერთი ლიდერი გუნდის. იქ თუ ნახულობენ ასეთ ლეგიონერებს ჩვენს კლუბებს რა ჯანდაბა ჭირთ ამის დედაც...
Ziqenbud
03 აგვისტო 2018 01:41
0
რა სჭირთ და ვაჭრუკანობა ! ფიფიას რომ დინამოს გაძლიერება უნდოდეს, მარტინიკის კუნძულიდან არ მოიყვანდა ფორვარდს. როდესაც ინტერესი არა აქვს, ვერ აიძულებ. მთავარი სურვილია და მშვენიერ გუნდს შექმნის, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ
: )))))))
03 აგვისტო 2018 14:05
0
მადლობა ბიჭებს! თქვენ საკუთარ თავებს გადაახტით, იბრძოლეთ, იომეთ, თუმცა კლასში დიდია სხვაობა და ამჯერად არ გაჭრა. ფრუიძე ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ფიფია თუ დაუძახებ გუნდში კარგს იზამ. ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას. დღემდე ვერ ვხვდები ივანიშვილი რატომ არ აფინანსებს..
კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები!
Georgian
03 აგვისტო 2018 01:45
3
ჩიხურამ როგორი ბრძოლისუნარიანობაც გამოამჟღავნა, იმის ნახევარი რომ იყოს ნებისმიერი ქართული კლუბი რაღა უჭირს.. წარმატებისთვის საჭიროა 1 მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში და ბირთვის შენარჩუნება!!! ფიფიას გასაგონად ეს!!
ზურა
03 აგვისტო 2018 00:33
4
ჩემი აზრით აღსანიშნავია მხოლოდ და მხოლოდ ჩიხურას ბრძოლისუნარიანობა მაგრამ არავითარი ქება საჭირო არ არის. გუნდმა წააგო და გამოვარდა ისეთ მოწინააღმდეგესთან რომელთანაც მინიმუმ 3 გოლის გატანა შეეძლო თუნდა წუხელ. პირველ თამაშზე აღარაფერს ვამბობ. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ აი ჩვენზე აშკარად ძლიერი იყო მოწინააღმდეგე და ვიომეთ, თავი არ შევირცხვინეთ. მაინტერესებს სირცხვილი არ იყო ის, რომ შესრულების ელემენტარული უნარის არქონის გამო ორი თამაშის ჯამში 7-8 90% მომენტებს ვერ იყენებ? თამაშს რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ (ვინც ორივე თამაში ნახა) ხაზგასასმელია გუნდის ხასიათი, დანარჩენი არაფერი. არანაირი აქტიურობა ფლანგებზე რათა მეტი სიმწვავე წამოსულიყო, შეტევის ფაზაში არანაირი გახსნის აზროვნება, არანაირი მწვავე გაგრძელების გადაწყვეტილების უნარი. დამაგვირგვინებელ ფაზაზე აღარაფერს ვამბობ. 77 და 20 ნომრები სარდალიშვილი და ბუღრიძე, ეს ბიჭები სამწუხაროდ ორივე თამაშის ანტიგმირები იყვნენ. მათ შეეძლოთ გამხადრიყვნენ გმირები, მაგრამ ამას ცოტა მეტი ვარჯიში სჭირდება. ამდენი მომენტის გამოუყენებლობას უკვე უიღბლობა კი არა, შესრულების არცოდნა ქვია. ამ ყველაფრის თავი კი არის ის, რომ ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთელის შეფასების სტანდარტი და თამასა საშუალოზე დაბლა დავიდა. ძალიან მოვიკოჭლებთ საფეხბურთო აზროვნებაშიც. როდესაც ნახევარმცველს ბურთი მიაქვს შეტევაში, აზრზე უნდა იყოს საით გააკეთოს პასი, რომ გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდეს. და ვინც თავისუფალია, ისიც მინიმუმ იმის აზრზე უნდა იყოს თუ სად გაიხსნას და დახვდეს ბურთს. ასე რომ, საქებარი და სავაჟკაცო არაფერი გაგვიკეთებია. ჩიხურა იყო, სამტრედია, დინამო თუ ტორპედო (ვიკინგურთან არ ვგულისხმობ) უბრალოდ დარბოდნენ და მორჩა, რაც უნდოდათ იმისათვის როგორ მიეღწიათ არ იცოდნენ. ელემენტარული გეგმის ნასახიც არ ჩანდა მათ მოქმედებაში. ამ ყველაფრის შემხედვარენი კი ჟურნალისტებიც და ჩვენც გულშემატკივრებიც კი პატარა მონდომების გამოვლინებასაც კი მადლობებით ვხვდებით და სწორედ ამით ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ჩვენ ძალიან სუსტი გუნდები გვყავს და ჩვენთან ყველა ფავორიტია! ამან იქ ითამაშა შარშან, იმან იქ ითამაშა და მორჩა, ჩვენთან ფავორიტები არიან. დინამომაც ითამაშა 2004-ში უეფას ჯგუფი მაგრამ რა? დღეს ნიშნავს ეს რამეს? სწორედ ასეთი საუბრებისა და შეფასებების ბრალია ის, რომ მწვრთნელებიც კი პრესკომფერენციებზე ისეთ ინტერვიუებს იძლევიან თითქოს რომას ან ლაციოს ხვდებოდნენ (არადა ტობოლი ან სტრედაა მოწინააღმდეგე:))) და ვინ იყვნენ ის "ფავორიტები" ვინც ბდღვირი გვადინა? შერიფი? ტობოლი? დუნაისკა სტრედა? თუ გუშინდელი მარიბორი რომელსაც ჩიხურამ 8 უეჭველი საგოლე მომენტი შეუქმნა და ისევ თავისი უნიათობის გამო ვერ გაუტანა? დღეს ამ გუნდებიდან ყველა გამოთიშულია და ვინ გამოთიშა ეს "ფავორიტები"? ალბანურმა შკენდიამ, სომხურმა პიუნიკმა და მინსკის დინამომ:):):) ჩვენთან კი ეს ყველა გუნდი ფავორიტი იყო და თავიდანვე გულშემატკივრიან-მწვრთნელებიან-ჟურნალისტებიან-ფეხბურთელებიანად ყველა "მანდრაჟით" იყო განწყობილი. ეს მენტალიტეტი კიდევ უფრო ანადგურებს იმ ფსიქოლოგიას რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ ქართულ გუნდებს. არანაირი ქება, ყველას შეეძლოთ ერთი ადგილის განძრევა და ყველა ამ მოწინააღმდეგის გაგდება ვისთანაც შერცხვა! აი ასეთი უნდა იყოს მიდგომა! ბელორუსში, ალბანეთში, სლოვაკეთში, მოლდოვაში ან სომხეთში არანაირად არ არის საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონე და ამის დამტკიცებას ნურავინ დაიწყებს. მხოლოდ ერთი ნიუანსია რაშიც ჩვენზე ოდნავ წინ აღმოჩდნენ: ევროტურნირებზე ყელა ამ გუნდს აღმოაჩნდა მინიმუმ ერთი ისეთ თავდამსხმელი, რომელიც გასატანს იტანს! აი ეს იყო სხვაობა და მეტი არაფერი. ეს ასეთი რთული მისახვედრია? ამიტომ ცოტა ტვინი გაანძრიონ კლუბების მესვეურებმა და იმდენი მაინც შეძლონ, რომ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელით გასვლაზე პრეტენზია აქვთ, თითო ასეთი ფეხბურთელი მიიყვანონ გუნდში რომელიც მომენტს შედეგიანად დაასრულებს...
ანესთეზეოლოგი
03 აგვისტო 2018 11:53
4
ვინც "დისლაიქს" აძლევს ამ კომენტარს, ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი პოზიციის მოსმენა:):)
ანესთეზეოლოგი
03 აგვისტო 2018 13:20
0
ბრავო ბიჭებო , თქვენ ძალიან ბევრი შეძელით და მომავალში მეტს ველით კიდევ
Georgia
03 აგვისტო 2018 00:48
7
ეს ის შემთხვევაა როდესაც, შეგიძლიათ თავაწეულები ჩამოხვიდეთ!
არა
03 აგვისტო 2018 00:36
4
მომავალში ტორპედოც ბრავოთი გააცილეტ, რა ბრავო რისი ბრავო უკვე მერამდენე სეზონია საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადაულახიათ და თქვენ კი გვირგვინებით და ბრავოს შეძახილებით შეამკეთ. რასაც იმსახურებთ ის გაქვთ
999
03 აგვისტო 2018 09:16
5
ჯიგრიკ აქ იმაზეა საუბარი რომ რაც ქართულ ფეხბურთში ხდება იმის გათვალისწინებით ბრავო ეკუთვნის ჩიხურას. შეადარე ბიუჯეტი, მომზადება, მოთამაშეები, ინფრასტრუქტურა და ნახავ.. კარგი შედეგი რა არის ჩემზე უკეთ შენ არ იცი!
georgian
03 აგვისტო 2018 13:13
1
ჩიხურა სხვა გუნდებთან შედარებით ღირსეულად გამოიყურებოდა. უბრალოდ როდესაც შინ გოლს ვერ გაიტან და გასვლითი თამაშის იმედად ხარ, ძნელია ბარიერის დაძლევა. წარმატებები ჩიხურას !
გგგ
03 აგვისტო 2018 00:27
3
გულდასაწყვეტია, თუმცა ჩიხურამ თავი არ შეირცხვინა და ესეც წარმატებაა.
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2018 00:29
2
გუნდი გავარდა და რას გიქვიან წარმატება? აქეტ რამდენიც გინდათ ფაქტი სახეზეა, რიგში ტორპედოაა
41
03 აგვისტო 2018 09:11
6
შეირცხვინა რას ნიშნავს, გუნდი გავარდა და მეტი შერცხვენა რა გინდა? სავალდებულო ხომ არ იყო -------------------------
kako
03 აგვისტო 2018 09:12
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული