
მათ ნაწილს გუნდის თამაში მოეწონა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუხარდა, ნაწილი კი შეცდომებზე საუბრობს.
გულშემატკივრები, განაკუთრებით, ჟასმინ მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით არიან კმაყოფილნი, რომელმაც მეორე გოლი, პრაქტიკულად, თავად გააკეთა.
"შესანიშნავი შეხვედრა. ბრავო. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი კი, რა თქმა უნდა, მესანოვიჩია", - წერს ოლივერ ჩეპეკი.

"ყველას გილოცავთ მოგებას, მაგრამ თამაში საშინელი იყო. პირველი გოლის ეპიზოდში ტავარესი შესანიშნავი იყო. ასევე გამოვყოფდი მესანოვიჩს, რომელმაც ბრწყინვალედ იმოქმედა.
სხვა მხრივ კი, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით,
როგორ ფიქრობთ, ძლიერ მეტოქესთან ასეთი შეცდომებით გავიმარჯვებთ?", - წერს ფრენკი პუსენიაკი.

"მესანოვიჩი დიდებული იყო, სხვებს კი შემდეგ ეტაპზე გასვლას გილოცავთ. უფრო მეტი მუშაობაა საჭირო", - წერს დავიდ პრინატი.

"ყოჩაღ, "მარიბორი", ჩემო ძმებო... განსაკუთრებით კი, მადლობა ბოლო წუთზე გატანილი მეორე გოლისთვის, რითაც 300 ევრო მოვიგე", - წერს მატეი ზგონეცი.

"შესანიშნავი დასასრული. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ", - წერს მარკო ნოვაკი.

"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]