ამის შესახებ Sportall.ge-ს ტელევიზიაში განუცხადეს.
როგორც გვითხრეს, ალბანურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოსაც" დაუკავშირდა და ტრანსლირების საკითხით დაინტერესდა.
კლუბში გვითხრეს, რომ ალბანელები ტრანსლაციას ყიდიან, მყიდველი კი არავინ არაა.
გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.
ინტერნეტში საყურებელი ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge
შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა
რა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია