"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გუშინ, 14 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ "ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა.

არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

კაკულიას თბილისის "დინამოში," რუსთავის "მეტალურგში," ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" უთამაშია. ის ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს "ბორჯომის" ფეხბურთელ თედო კაკულიას გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.