ამის შესახებ "ბორჯომის" Facebook-გვერდი წერს.
"საფეხბურთო კლუბმა ''ბორჯომმა" გულშემატკივრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად, აღარ გამოიყენოს ორი ნომერი მაისური.
სწორედ აღნიშნული ნომრით თამაშობდა თედო კლუბში. ''ბორჯომის'' ისტორიაში სამუდამოდ დარჩება თედოს სახელი, გაუქმებული მაისურის ნომერი კი მუდმივად შეგვახსენებს არაჩვეულებრივი მეგობრისა და ფეხბურთელის ხსოვნას", - წერია განცხადებაში.
"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა