ახლა კი უშუალოდ ამ მატჩზე, მასპინძელთა უპირატესობით რომ დაიწყო; პირველი ხიფათი სტუმართა კართან მაშინ შეიქმნა, როცა ლაშა ქოჩლაძის "სტანდარტულის" შემდეგ დავით მაისაშვილი ბურთს თავით გზავნიდა, მაგრამ ამ ეპიზოდში "კოლხეთი" გადარჩა, ისე, როგორც მასპინძელთა მომდევნო შეტევის დროს, როცა გიორგი ივანიშვილმა და ლაშა ქოჩლაძემ
აი, მესამე ცდა კი უკვე წარმატებული აღმოჩნდა: ისევ "სტანდარტული", ისევ ლაშა ქოჩლაძის ზუსტი ჩაწოდება და ისევ დავით მაისაშვილის თავური დარტყმა, რომელიც ამჯერად უკვე ზუსტი გამოდგა.
მასპინძლებს პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე კიდევ ორი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბიძინა მახარობლიძისა და გიორგი ივანიშვილის დარტყმებს სიზუსტე სულ მცირედით აკლდა.
ისე, პირველ ტაიმში კიდევ ორი ისეთი ეპიზოდი იყო, მეტ-ნაკლებად რომ იქონია გავლენა მატჩის საბოლოო შედეგზე. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომში მოვლენები, 0:1-ზე სტუმართა ცენტრფორვარდ ნიკა სიჭინავას უაღრესად ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინა, მაგრამ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ნადირაძეს ვერ აჯობა. ამას კი მერე ის მოჰყვა, რომ არბიტრმა სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის მოედნიდან გააძევა სტუმართა საკვანძო ფეხბურთელი გურამ გურეშიძე...
მასპინძლები შესვენების მერეც მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე და ამჯერადაც სწრაფი გოლი გაიტანეს: მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 20 წლის ლაშა ქოჩლაძემ ჩინებული ასისტენტობა გაუწია ზვიად ლობჯანიძეს და ამ უკანასკნელმაც "ცხინვალის" მაისურით პირველად გამოიჩინა თავი.
ამას მორიგი გოლი მოჰყვა: მასპინძელთა კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი ივანიშვილმა ბურთი თავზე "დაასვა" ბიძინა მახარობლიძეს - 3:0!
მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა, არადა, მასპინძელთა მესამე გოლამდე ერთი წუთით ადრე, ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი პასის მერე მერაბ გიგაური თავით ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
შემდეგ კი ისე მოხდა, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში თედო კაკულიამ მეორე გაფრთხილება მიიღო და 9-კაციანი "კოლხეთი" რომ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმომფხვრელი არ იყო, ამას ყველა შეეგუა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა შეძლეს, ომარ გოგონაიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიშის შემცირება იყო.
თუმცა, მასპინძლები მაინც არ მოეშვნენ, ვიდრე კიდევ ორი გოლი არ გაიტანეს და მატჩის ბოლო წუთებზე ამჯერად უკვე ნიკა კაჭარავამ გაიბრწყინა!
კაჭარავა-უმცროსმა ჯერ მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა, მაგრამ კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა; თუმცა, მერე გიორგი ივანიშვილის მორიგი ფლანგური რეიდი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ბოლოს კი "ტრადიციული" დუბლიც შეასრულა - უკვე მეოთხე ამ ჩემპიონატში!..
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
03.10. თბილისი, მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-კოლხეთი 5:1
გოლები: 1:0 მაისაშვილი (10. ქოჩლაძის პასით), 2:0 ლობჯანიძე (48. ქოჩლაძის პასით), 3:0 მახარობლიძე (52. ივანიშვილის პასით), 3:1 გოგონაია (72-პენ), 4:1 კაჭარავა (79. ივანიშვილის პასით), 5:0 კაჭარავა (86)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი (81. ბურძენაძე), ბაჩიაშვილი - მახარობლიძე, ქარდავა - ივანიშვილი (89. ჭაფოძე), ქოჩლაძე, ზ. ლობჯანიძე (85. ჯიშკარიანი) - ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: ცაცკრიალაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, მიგინეიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
კოლხეთი (4-1-4-1): სეფიაშვილი - თ. კაკულია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - გურ. გურეშიძე - ა. შენგელია (68. გ. კვარაცხელია), კოშკაძე (61. პოლულიახი), გიგაური (61. გოგონაია), ჟიშკარიანი - ნ. სიჭინავა.
სათადარიგოები: ლ. კაკულია, ქებურია, კუხალეიშვილი, ძაგანია
მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი
გაფრთხილება: თ. კაკულია (28), მაისაშვილი (50), თ. კაკულია (70)
გაძევება: გურ. გურეშიძე (31), თ. კაკულია (70)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
მომდევნო, VIII ტური
17 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-ლოკომოტივი
საბურთალო-საპოვნელა
მერანი-შუქურა
ზუგდიდი-სიონი
დინამო (ბთ)-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ)
18 ოქტომბერი, კვირა
დილა-გურია
ცხინვალი-ჩიხურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"