საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 17-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 დამარცხდა.

სამხრეთ ნიდერლანდების ქალაქ 'ს-გრავენზანდეს 3-ათასიან სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მასპინძელთა უპირატესობა უდიდესი იყო, მათ პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორეში კი - 9.

6 გოლი საქართველოს ნაკრების კარში ნიკიტა ტრომპმა (სურათზე) გაიტანა.

20 ოქტომბერს, ტურნირის მეორე ტურში ქართველი გოგონები იმ შვედეთს შეხვდებიან, რომელმაც გუშინ ლატვიას 11:0 სძლია.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ ვიჭრით თავს და ვათამაშებთ ამ ე.წ ნაკრებს. რა აუცილებელია ყველაფრის გუნდი გვყავდეს
გიორგი
18 ოქტომბერი 2018 22:52
0
ბურთის ფლობის სტატისტიკა იქნებოდა კიდე საინტერესო:)
giglia
18 ოქტომბერი 2018 19:32
0
და ეს ნიკიტა მაინც დაგემტვრიათ პირველივე წუთებზე, იქნებ სვას ცოტა შევცოდებოდით
oeee
18 ოქტომბერი 2018 18:22
0
და ჩვენმა მეკარემ რაო, რატომ არ წავყევი გუნდსო?
ფილოლოგი
18 ოქტომბერი 2018 12:54
0
არ გამოცხადებულიყვნენ 3-0 იქნებოდა :D
.
18 ოქტომბერი 2018 12:52
0
რა საქმეც არ გამოგდის სჯობს საერთოდ შეეშვა,საქართველოს დროშის ქვეშ უსახური გამოსვლით ქვეყნის და საზოგადოების წინაშე თავის მოჭრას.
გიოშა
18 ოქტომბერი 2018 12:44
0
მონაწილეობა უნდა მივიღოთ იმ ტურნირებში, რომლის თავიც გვაქვს და ასე არ უნდა შვარცხვინოთ ქვეყანა, როცა მის სახელით გამოდიხარ. სად იყო მწვრთნელი ჩაეძინა. 16:0 რა უბედურებაა, ბოლოსდაბოლოს ხომ არსებობს „ავტობუსი“, თუ წინ თამაში არ შეგვიძლია.
გიზოგ
18 ოქტომბერი 2018 11:49
0
შვედეთთან არ გამოვცხადდეთ და 3-0 ჩგვეთვლება.. პირდაპირ ლატვიას ვეთამაშოთ
ქუთაისელი
18 ოქტომბერი 2018 10:36
0
განადგურება ჰქვია 0–5, 0–6 და 0–16 სხვა რამე ჰქვია :D
დათო30
18 ოქტომბერი 2018 10:17
0
ეტყობა თაობათა ცვლა მიდის დაააა ... :D
Vasili
18 ოქტომბერი 2018 09:45
0

სიახლეები პოპულარული