ლევან კობიაშვილი: ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის

AutoSharing Option
განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 2018 წლის სპორტის სფეროს გამორჩეული ადამიანები, 26 დეკემბერს რუსთაველის თეატრში დაასახელეს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულმა ადამიანებმა და გუნდებმა სპეციალური ჯილდო მიიღეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის მთავარ ღონისძიებაზე სამი პრიზი მიიღო. 2018 წლის აღმოჩენად, ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური გენტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა - ფეხბურთელი ბელგიაში იმყოფება და მისი ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიიღო.

წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის ჯილდო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს გადაეცა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, დედაქალაქის მერმა, კახა
კალაძემ
დააჯილდოვა.

Sportall.Ge

2018 წლის საუკეთესო გუნდად, ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები დასახელდა. გუნდის სახელით, პრიზი საბა კვერკველიამ მიიღო. ჯილდო მას ვეტერანმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა გადასცა. ჯამში საუკეთესოები ათზე მეტ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

"უპირველესად, ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, 2018 წელი ფეხბურთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იყო და მიხარია, რომ ის ნაბიჯები, რასაც შედეგის მისაღებად ვდგამთ, ჩვენი ხედვა და სტრატეგია, დადებითად შეაფასა სპორტულმა სამყარომ და ყველა ჯილდო სწორედ ამის დამსახურებაა. საუკეთესო მენეჯერის ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ის ეკუთვნის ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რადგან ფეხბურთი არის გუნდური თამაში."- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

altწლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბჭოეთში რომ იცოდნენ ცეკას მდივნები და რაიკომის თავჯდომარეები ეგ სიტუაციაა ეხლა ქვეყანაში და შესაბამისად ფეხბურთის ფედერაციაშიც.რა კობიაშვილის მენეჯმენტი თქვენ ხოარ გაღაჟღაჟებთ?ფეხბურთს მიხედეთ და განავითარეთ კობიაშვილს არ აკლია არაფერი და მაფიოზა კალაძეს კიდევ
ვახო
14:11 29-12-2018
2
საუკეთესო მენეჯერი სან მარინოსი ?
night
21:14 27-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული