ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ორივე მატჩი წააგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინულ გუნდებთან და ორივეში მარცხი განიცადა.

9 თებერვალს "დინამო" "ლვოვთან" 1:2 დამარცხდა. ბათუმელთაგან გოლი 82-ე წუთზე გაფრინდაშვილმა გაიტანა.

12 თებერვალს კი "დინამოს" "დესნამ" 2:0 სძლია.

აჭარული გუნდი შეკრებაზე დღეში ორჯერ ვარჯიშობს და 13 თებერვალს "მარიუპოლს" შეხვდება.