ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა და ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 5 თებერვალს ბათუმში, ანგისას ბაზაზე "დინამომ" ახალწვეულები - რომან ჭანტურია, გიორგი გადრანი, ევგენი ზუბეიკო, კიჭი მელიავა, თორნიკე გაფრინდაშვილი, გიული მანჯგალაძე, რატი ცაცკრიალაშვილი, მათე კვირკვია და ბენჟამინ ტეიდი წარადგინა.

აჭარულ გუნდს 9 ახალწვეული ჰყავს და ეროვნული ლიგის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა.

Sportall.Ge

"ანგისას" სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" მიიღო და დიდი ანგარიშით - 5:1 დაამარცხა.

ანგარიში ქუბულეთელთა მოთამაშე ლაშა ჩიხლაძემ გახსნა და პირველი ტაიმი "შუქურამ" მოიგო, მეორე ნახევარში კი ბათუმელებმა ერთბაშად 5 გოლი გაიტანეს და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვეს.

სადებიუტო
შეხვედრაში გოლების გატანა რატი ცაცკრიალაშვილმა, რატი კვირკვიამ და რომან ჭანტურიამ შეძლეს. გოლებით გამოირჩნენ ვაკო თევდორაძე და ბექა ვარშანიძეც.

დღეს ბათუმის "დინამო" შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება.

altდონეცკის "ოლომპიკის" მარჯვენა მცველი კარიერას ბათუმის "დინამოში" აგრძელებს

altლატვიური "ლიეპადან" ბათუმამდე - ბენჟამინ ტეიდი "დინამოს" ფეხბურთელია

alt"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკონტროლო თამაშს ამდენი ხალხი დაესწრო მაგარია ჩემპიონატზე აბა ტევა არ იქნება.
0
პირველი ტაიმი შუქურამ შემადგენლობა დააყენა და მოიგო კიდეც. მეორეში კი გასასინჯი და ბავშვები ათამაშა, ასე რომ ნუ აბუქებთ და თავს ნუ იტყუებთ რა.
Batumi
11:44 06-02-2019
3

სიახლეები პოპულარული