პირველად ელიტ რაუნდში - საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ რაუნდისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი 15 თებერვლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა. 17-წლამდელთა ნაკრები 21-25 თებერვლის ჩათვლით, ელიტ რაუნდის მოსამზადებელ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბელორუს თანატოლებთან. პირველ მატჩს ჩვენი გოგონები 22 თებერვალს ჩაატარებენ. საქართველოსა და ბელორუსის 17-წლამდელთა მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს გაიმართება.

ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე გამოძახებული ჰყავს:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია ("ნიკე", თბილისი), ლანა მჟავია ("ლანჩხუთი");

მცველები: მეგი ეჯიბია ("ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე ("ნორჩი დინამო", თბილისი), ელენე რაუხი ("თბილისის თბილისი"), ქეთევან ცაავა
("მართვე", ქუთაისი), ანა აკობიძე ("ნიკე", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი ("ნიკე", თბილისი), ანა ძაძუა ("თბილისის თბილისი");

ნახევარმცველები: ნათია დანელია ("ნიკე", თბილისი), მაიკო ბებია ("ნიკე", თბილისი), ანა წულაია ("კოლხეთი", ხობი). სალომე თოდუა ("კოლხეთი", ხობი), მეგი გოცირიძე ("თბილისი"), ანასტასია ბოლქვაძე ("ნიკე", თბილისი);

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია ("ლანჩხუთი"), ლიზი მწყერაშვილი ("ნიკე", თბილისი), მარიამ რომანჩუკი ("ლანჩხუთი").

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ რაუნდში თამაშის უფლება 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფას 17 წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველმა 17-წლამდელმა გოგონებმა პირველად მოიპოვეს ელიტ რაუნდში თამაშის უფლება.

altქალთა ფეხბურთი: ელიტ-რაუნდში 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული