თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
ფოტო: ზიზუ გიორგი ჯიქია
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი გასული წლის ნოემბრის შემდეგ უკლუბოდაა.

მან რუსული "კრასნოდარის" რიგები ომხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხანგრძლივი ტრავმების ფონზე დატოვა.

როგორც გავრცელებულ ფოტოში ჩანს, ის ეროვნული ლიგის წარმომადგენელ, თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობს, თუმცა უცნობია, დარეგისტრირდება თუ არა კლუბში, როგორც ფეხბურთელი.

მიუხედავად უკლუბობისა, ოქრიაშვილი შვეიცარიასა და ირლანდიასთან გასამართ მატჩებში საქართველოს ეროვნული ნაკრების 25-კაციან განაცხადშია.

altsport24.ru: რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე მაგარი ქართველი - ანანიძეზე, კვირკველიაზე, გოგუაზე, კალაძეზე, ჯიქიაზე, ოქრიაშვილზე

altBombardir.ru: თორნიკე ოქრიაშვილი "სევილიასთან" გატანილი გიჟური გოლის გამო ყოველთვის გვემახსოვრება

ასევე დაგაინტერესებთ