Bombardir.ru: თორნიკე ოქრიაშვილი "სევილიასთან" გატანილი გიჟური გოლის გამო ყოველთვის გვემახსოვრება

AutoSharing Option
14 მარტს "კრასნოდარი" ევროპა ლიგას "ვალენსიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დაემშვიდობა (პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა).

რუსულმა გამოცემა Bombardir.ru-მ თანამემამულეების თამაში შეაქო და ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში "კრასნოდარის" რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი გამოარჩია.

გამოცემა ერთ-ერთ ასეთად თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელას მიიჩნევს "სევილიასთან" მატჩში.


"ოქრიაშვილის ლამაზი გოლი. თორნიკემ ზამთარში "კრასნოდარი" დატოვა, მაგრამ ის ყოველთვის გვემახსოვრება ევროპა ლიგაზე გიჟური დარტყმის გამო. მან "სევილიას" გამარჯვების გოლი გაუტანა (2:1). დაახლოებით იგივე გააკეთა მან "ზენიტთან" მატჩშიც", - წერს Bombardir.ru.

"კრასნოდარი" ევროპა ლიგას გამოეთიშა, ქართველი ფეხბურთელი კი ნოემბრის შემდეგ უკლუბოდაა.

 

altესპანური პრესა ოქრიაშვილის გოლით აღფრთოვანებულია - გამაოგნებელი და გენიალური იყო

altsport-express: ოქრიაშვილი ჯადოქარია - ის მთელს ევროპას გააოცებს!

alt"სევილიას" მეკარე ოქრიაშვილზე: შესანიშნავი დარტყმა იყო

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი აზრით ყველაზე სასწაული გოლი თორნიკემ ბელორუსიის ნაკრების კარში გაიტანა, როცა 3 მცველი მოატყუა ადგილზე, ორი მათგანი მინდორზე დააწვინა და მერე გოლი. ალბათ გახსოვთ?! მე ყველა დროის ულამაზეს ქართულ გოლად მიმაჩნია.
aburjga
22:03 15-03-2019
0
დარწმუნებული ვარ თორნიკე კიდევ იტყვის მძლავრ სიტყვას ფეხბურთთი, კიდევ ბევრჯერ აღგვაფრთოვანებს!
aburjga
21:54 15-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული