ვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" "ფეიენოორდი" გაანადგურა და ფინალში "ემპოლის" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, ვიტალი დარასელიას თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამომ" როტერდამის "ფეიენოორდი" 5:1 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გოლები გეგიაძემ და აბუაშვილმა გაიტანეს, ხოლო მეორეში გაგნიძემ, იობაშვილმა და კობახიძემ.

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი (კობახიძე 65), ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე (ბაგრატიონი 65), გეგიაძე, თოდუა (გოგებაშვილი 47), იობაშვილი (ლაცაბიძე 65), შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 61), აბუაშვილი (ხუტიაშვილი 65)

ფეიენოორდი: დეკერი, ვან ტოლი, ბოგარდი, კანდელარია, მესუი, გონზაგა, ვეენფლიტი (მოჰამედჰოსენი 50), კრისტოფელი, სკიუმი, ჰარტესი, ფელისია (ვან ლუნტერენი 17)

შეგახსენებთ, "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე "ციურიხი" 3:0, "ვულვერჰემპტონი" 4:0 და "ემპოლი"
1:0 დაამარცხა.

ფინალში "დინამო" "ემპოლის" შეხვდება, რომელმაც პენალტების სერიაში სფფ-ს აკადემიას 5:3 მოუგო (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა).

ფინალი "დინამოს" აკადემიის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული