"დინამომ" "ემპოლი" დაამარცხა და ვიტალი დარასელიას თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, თბილისის "დინამომ" "ემპოლი" 1:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩი "დინამოს" უპირატესობით წარიმართა და გოლი 23-ე წუთზე იობაშვილმა გაიტანა.

"დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე "ციურიხი" 3:0, "ვულვერჰემპტონი" 4:0 და "ემპოლი" 1:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში "ფეიენოორდი" 5:1 გაანადგურა.

"დინამო" ამ ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვლი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (გოგებაშვილი 70), გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (შიოლაშვილი 41), იობაშვილი, აბუაშვილი, კვერენჩხილაძე (ბაგრატიონი 75)

ემპოლი: ფანტონი, ბაჯანი, ბარსი (მაუტე 66), ბუკიონი, ფინი, გუარინო, ინაკიტი
(ფალსინი 41), მაკი, მარესა, პანიკუჩი, რენცი (მარიანუჩი 66)

ტურნირის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ფეხბურთელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს:

საუკეთესო მეკარე - ლუკა ხარატიშვილი (სფფ-ის აკადემია) ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.
საუკეთესო მცველი - საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი) დავით მუჯირმა დააჯილდოვა.

საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მატეო ბუკინიმ (ემპოლი) ნოდარ ხიზანიშვილისგან ჩაიბარა.

ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი სილვან შესი (ციურიხი) გახდა. მან პრიზი ვლადიმერ გუცაევისგან მიიღო.

საუკეთესო ფეხბურთელი დინამოელი ლუკა გაგნიძე გახდა. ჩემპიონი ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.

ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით "ბრაგას" ფორვარდი მიგელ ფალე გახდა. მან პრიზი რევაზ ძოძუაშვილისგან ჩაიბარა.

საუკეთესო გოლი კიევის დინამოელმა დმიტრო პოლიშჩუკმა გაიტანა. დმიტრო ვიტალი დარასელია-უმცროსმა დააჯილდოვა.

ტურნირის აღმოჩენა როტერდამელი მარსინო გონსაგა ვახტანგ ქორიძემ და "VTB ბანკის" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა დააჯილდოეს.

მაყურებლის სიმპათიის ტიტული "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველ ამარი ბრაუნს ერგო. იგი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ და "ავერსი ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ დააჯილდოეს.

"ფეიენოორდმა" ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე იაშვილისგან ჩაიბარა.

ვერცხლის მედლები დავით მუჯირმა "ემპოლის" გადასცა.

ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი "დინამომ" რომან ფიფიასგან და ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარეს.

altვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" "ფეიენოორდი" გაანადგურა და ფინალში "ემპოლის" შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ბიჭების დამსახურებაა და მწვრთნელის, ეხლა ამ წარმატებად მიიწერს ისეთი დიადი მწვრტნელი (გვანცელაძე)-და რა უსმენს მაგის დამღლელ საუბარს,,ისე საინტერესოა რატომ ყავს ესეთი დაბალი დონის მწვრთნელი ფიფიას აკადემიაში?
დინამო
21 აპრილი 2019 23:11
0
სავალალოა, რომ თითქმის ყველა ტალანტი შემდგომ იკარგება დიდი ფეხბურთისთვის! ძალიან მინდა ამ ბიჭებს მაინც გაუმართლოს!
მერაბი
21 აპრილი 2019 22:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული