ფოტო: Gff.ge
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვირსხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს.
სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უკვე ორი წელია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი.
განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზის
სიახლოვეს მცხოვრებთათვის სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირის ჩატარება იგეგმება.
ღონისძიებას მეჯვირსხევში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, შიდა ქართლის რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.
მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.