გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

AutoSharing Option
უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებისა და კიევის "დინამოს" 18 წლის ქართველი მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ადამიანები გილოცავენ და წარმატებებს გისურვებენ. მიხარია, რომ შევხვდით", - წერს 18 წლის ფეხბურთელი Instagram-ზე.

რამდენიმე დღის წინ გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. უკრაინამ ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმაც მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ