გიორგი წიტაიშვილი: ჩემთვის უკრაინის განდიდება დიდი პატივია - მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ

AutoSharing Option
უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფინალურ მატჩში კი სამხრეთ კორეას ჩინებული გოლი ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაუტანა, რომელმაც უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საიტს ინტერვიუში შემდეგი განუცხადა:

"ფინალამდე ბევრი მომენტი მქონდა, როდესაც 3-4 მეტრიდან შემეძლო გოლის გატანა. ფინალში კი გავიტანე. ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მიხარია, რომ თასი უკრაინაში ჩამოვიტანეთ. ჩემთვის უკრაინის განდიდება დიდი პატივია.

ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ გავითავისეთ, რომ ჩემპიონები გავხდით. ალბათ, ორი წლის შემდეგ მივხვდებით, რასაც მივაღწიეთ. პირველი რიგის ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო, მერე კი ყოველი შემდეგი ეტაპის დაძლევა.

იტალიასთან
ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე, თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებდი. მოედანზე უფრო გამიადვილდებოდა. გამიჭირდა. თავში შემოვიკარი ხელი და გავიფიქრე, რომ ყველაფერი დაიკარგა. ბიჭებს ძალა თითქმის გამოელიათ. როცა გოლი გაგვიტანეს, ყვირილი დავიწყე, რათა მსაჯს ვიდეოგამეორება ენახა. მადლობა ღმერთს, გოლი გააუქმა.

როდის მივხვდი, რომ ფინალში გავიმარჯვეთ? ალბათ, ჩემი გოლის შემდეგ. იქამდე დაძაბული ბრძოლა მიდიოდა.

ტურნირზე ბევრი სკაუტი იყო, მაგრამ მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ. ჯერ შვებულება, მერე შეკრება. გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მინდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული