შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ იცი.
ddgfdf
01 აგვისტო 2019 22:22
3
შეადარა რაღა , სუნიან ბამბის ზეთში მოხარშული ვითომ ჩახრაკული ხახვ- სტაფილოიანი ბრინჯი, თუ ცხვრის ხორცია შიგ კიდევ ჰო, იჭმება სანამ ცხელია და არ გასიპულა -ჩურეკით , და საცივი ნიგზიანი ან ხაშლამა ქონდარ რეჰანით-იმერული ხაჭაპურით.....
ხაშლამა თუ მწვადი
01 აგვისტო 2019 20:22
3
ტყუილა ბუზღუნებთ არველაძემ აზიელები რატომ გვიწოდაო. ვისაც ქართველების მენტალობა და კულტურა ევროპული ჰგონია იმან ევროპაზე არაფერი არ იცის. წადით და ნახეთ ევროპა და მერე მიხვდებით რომ ქართველებს სამწუხაროდ ევროპასთან საერთო ძალიან ცოტა გვაქვს.
გიორგი
01 აგვისტო 2019 21:31
17
ეს ოხერი მაყუთი რას არ ათქმევინებს კაცს.
ozeki
02 აგვისტო 2019 01:33
6
eh es cota ganvitarebuli megona inteleqtualurad... day...ba yofila rogorc fexburtelebis 99%.
levani
01 აგვისტო 2019 20:10
1
უჰ რა ქარცეცხლი დაატყდება შოთას მგზნებაზე პატრიოტებისგან :)) ამ ვითომ გულანთებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომელთაც არა თუ რუსეთის, საქართველოს ისტორიაც კი არ იციან, ყველა დანარჩენი ხვდება რომ რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და მასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვაწყობს. ვისაც რა უნდა ის თქვას არველაძეებზე (მეც ბევრი უარყოფითი მითქვამს), მაგრამ ისინი საუკეთესო დიპლომატები არიან.
odala
01 აგვისტო 2019 18:59
46
რუსეთი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეაო?!და ამ სისულელის მერე შენ უწუნებ ვინმეს ისტორიის ცოდნას შე სულგაყიდულო რუსეთუმევ?!დაიხსომეთ რუსოფილებო,რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება ღრუსულ ორბიტაზე!!!
Alex.F
01 აგვისტო 2019 20:42
5
კი მაგარი მოკავშირეა, მასე თურქეთიც მოკავშირეა და სომხეთი და აზერბაოჯანიც.
მოკავშირე და მეზობელი ნუ გერევათ
Me
01 აგვისტო 2019 22:02
2
ყველა გამოხმაურება
ფაქტიურად ყველა ხორცის კერძი თურქი ტომებიდან მოდის, თუ კარგად დააკვირდებით. დააკვირდებით კი არა, შეისწავლით. ჩვენ სუნელებით და მწვანილების დამატებით ვჯობივართ სხვებს, თუმცა ახლა ყველა ერმა გაიცნო ერთმანეთი და ყველამ ისწავლა გაკეთება. აღმოსავლეთი არის ხორცი, ტკბილეული , ხილი და ჩირი. ჩვენი ბაზრები სანაგვეა იმათთან შედარებით. შოთამ ნახა შიგნიდან სიტუაცია და გაიგო , რომ სხვაგანაც იციან ჭამა და გაკეთება. ყველა ჩვენი კერძი საიდანღაც გადმოქართულებულია, თუ სიმართლე გინდათ. კერძი იბადება იმპერიებში, სადაც არის განცხრომა და არა მშიერ გაღატაკებულ მუდამ დაპყრობილ ქვეყნებში
თამაზი
01 აგვისტო 2019 23:19
31
კერძოდ მეგრული სამზარეულოდანაა ჩვენი სამზარეულოს ადგილობრივი ნაწარმი.ეს ყველამ იცის
ბაჩი
02 აგვისტო 2019 01:04
14
შეჭამენ ეხლა არველაძეს...:)))..ისე უზბეკური პლოვი მართლა მაგარია,. ასე რომ ვინც არ იცის ჯერ გასიჯეთ და მერე განსაჯეთ..:))
saba
01 აგვისტო 2019 20:37
18
პლოვი უზბეკურია, ყაზახურია, ტაჯიკური თუ ყირგიზულ ანაც თურქმენული თვითონ ვერ გეტყვიან და შენ შოთასთან ერთად რატომ აწერთ უზბეკებს არ ვიცი.
Geo_Dinamo
02 აგვისტო 2019 01:00
0
პლოვი შუააზიურია, უზბეკური, ყაზახური, თურქმენული.... მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ყველაზე უფრო კლასიკური უზბეკური პლოვი მომწონს სტალიკ ხანკიშევის გაკეთებული!!! )))
aburjga
02 აგვისტო 2019 10:44
4
ტიპი მართალია!!!
ინკვიზიტორი
01 აგვისტო 2019 20:28
14
ყოჩაღ შოთის, ევროპული დიპლომატიაც უსწავლია!
L.E.S
01 აგვისტო 2019 18:25
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული