გიორგი ჭიაბრიშვილი: როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, თამაში არ ჩერდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "არარატ არმენიას" (2:1) დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. ორი სხვადასხვა ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში მეტოქემ ჩვენზე ზეწოლა მოახდინა, შესვენების შემდეგ კი მოედნის ბატონ-პატრონები ვიყავით. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კი მეორე ტაიმში მომენტები გამოვიყენეთ.

როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, როგორც წესი, თამაში არ ჩერდება.

გადამწყვეტი სიტყვა ასეთ ეპიზოდში მსაჯს ეკუთვნის, მან კი თამაშის გაგრძელების უფლება მოგვცა. ასეთი მომენტები ჩვენს კ
ართანაც იყო, მაგრამ თამაში არ შეჩერებულა", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ