ვინ უთავკაცებს თბილისის "დინამოს"? - ჭიაბრიშვილი წავიდა

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად "დინამო" ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოზაძემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში "ლურჯ-თეთრებმა" მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართა.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით,
მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ."

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

FC Dinamo Tbilisi

altთბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ტაბიძეს მოუყვანეთ გამოცდილი კაი მცველი მაგარ დაცვას ჩამოაყალიბებენ....შემტევები კაარგიი 2 მაღალი დონის ესპანელი ბრაზილიელი იყოს კარასკო ჩისკო ვინმე ისეთი რო თავის ქვეყნიდან კარგი ფეღბურთელები ჩამოიკვანოს აკადემიიდან რო გამოჩნდება ვინმე კაი ბავშვი ეგრევე ნუ გაყიდი აცადე ცოტახანი და რაღაციქნება გუნდს მინიმუმ 5 წელი უნდა შეინარჩუნო ბირთვი...დინამო კაი გუნდია მაგრამ გამოკვეთილი ლიდერი აკლია მაგალითად ერთს გეტყვით ეხლა რო გაყიდა სიგუა არ უნდა გაეყიდა 2-3 წელი აცალაე 5 მაგად გაყიდი მაგრამ ფიფიას ურჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს და ეგ ტეხავს არადა პირიქით მაგარი იქნებოდა ქალაქისთვისაც კარგი გუბდი რო გვყავდეს სიტყვაზე ლოკომოტივი უზველესი გუბდია საბურთალომაც რო შეინარჩუნოს ბირთვი იმენა მაგარ წარმატებად მიახწევს ატვეჩაივარ
სიმართლე
12:00 05-08-2023
2
ეს კარგია რომ წავიდა.დოლიძე ისიც ხომ მიზანმიმართულად ანგრევს დინამოს,სახელს უტეხს
აკადემია
10:35 05-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული