გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ეროვნული ნაკრების პრობლემა არა მთავარი მწვრთნელი, არამედ არასწორი სისტემაა.
"სიმართლე გითხრათ, ესპანეთთან მატჩში ვილი სანიოლის არჩეულმა ტაქტიკამ (4-4-2) გამაკვირვა. ასეთ ძლიერ მეტოქესთან უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. სხვათა შორის, იმ მატჩში საყრდენი ნახევარმცველების ადგილს უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელები იკავებდნენ.
ამ შემადგენლობის გათვალისწინებით, ბურთი საქართველოს ნაკრებს უნდა გაეკონტროლებინა. განაპირა მცველებს შეეტიათ და სამივე ნახევარმცველი კარიდან შორს უნდა ყოფილიყო, თუმცა დაცვაში ბევრი
ზოგადად, მეც შეტევის მოყვარული ვარ, მაგრამ თუ 5 მცველით თამაშობ, ესპანეთის დონის ნაკრებთან 6 მცველით უნდა ითამაშო.
სამწუხაროდ ნაკრებში 6 ნომერი არ გვყავს. მექვაბიშვილი? დღეს იმ დონეზე ნამდვილად არ არის, რომ მაღალი დონის ნაკრებებთან ძირითად შემადგენლობაში დააყენო.
ჩვენ ილუზიები გვაქვს, მაინტერესებს, სანიოლმა ვინ უნდა დააყენოს? ხან მარჯვენა მცველი გვაკლია, ხან - ვინ.
სანამ მუდამ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ნაკრების წარუმატებლობა ხან ქეცბაიას, ხან სანიოლის და ხან სამჭკუაშვილის ბრალია, ასე არაფერი გამოვა, ეს ჩვენი სისტემის ბრალია.
ვფიქრობ, ერთა ლიგაზე ყველაზე მაგარი შანსი შარშან გვქონდა, თუმცა შეცდომა დავუშვით. ალბათ, არც ფედერაციამ, არც მთავრობამ და არც ჟურნალისტებმა საკმარისი არ გავაკეთეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, იმ შეხვედრაში მაყურებლები ტრიბუნებზე უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ნამდვილად ერთა ლიგის დონის გუნდი ვართ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს