თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო  შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო
მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)
გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 65 /
და რა უნდა განეწყო დინამოს?? გამოჩნდა რომ ჩვენზე აშკარად მაღალი კლასის გუნდი იყო, რომელმაც რამდენჯერაც მოუმატა ტემპზე იმდენჯერვე ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია და გვანახა სად ვართ!! ფაქტიურად არ გათამაშა შენი ფეხბურთი. არადა ბევრს იმედი ქონდა რომ ამ ეტაპზე გავივლიდით, ფეინორდმა მიწაზე დაგვაბრუნა!!
zaza
08 აგვისტო 2019 23:27
5
საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო იყო ქვეყნის სირცხვილი! არა დიდი ანგარიშით წაგების გამო, არა თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არამედ იმიტომ რომ 8 აგვისტოს როცა მთელი ქვეყანა დამწუხრებული იხსენებს რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპულ ასობით ქართველ მეომარს, დაღუპულ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ამ დროს ქართული კლუბი რომელიც ასოცირდება მთლიანად ქართულ ფეხბურთთან, რომელიც ასოცირდება ქართული ფეხბურთის ისტორიასთან სათამაშოდ გადის მაისურით რომელზეც კლუბის ემბლემად რუსული ალფავიტის ასობგერა д აქვს გამოსახული. თავისი ქვეყნის 2 ათასწლოვანი დამწერლობის ალფავიტში თურმე კლუბმა ვერ იპოვა ასობგერა დ -ს აღმნიშვნელი და იპოვა რუსულ ალფავიტში, იმ ქვეყნის ალფავიტში რომელიც ქართულ ქალაქებს 11 წლის წინ ბომბავდა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბებით რომ მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, რომელიც ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელმაც მოახდინა აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირება, რომელიც ყოველდღე იტაცებს ქართულ მიწებს და მავთულხლართების გავლით ჩვენი მოქალაქეები ეგრეთ წოდებული საზღვარს იქეთ მოაქცია. სირცხვილი კლუბს! სირცხვილი კლუბის პრეზიდენტს! თქვენ სამარცხვინოები იყავით ყველა ასპექტში როგორც საფეხბურთო ისე მორალური თვალსაზრისით მაგრამ თუ საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება პატიება მოგეძებნოთ მორალური თვალსაზრისით თქვენი პატიება შეუძლებელი
moqalaqe
09 აგვისტო 2019 12:08
10
ჯერ ერთი რომ ეგ რუსული დ არ არის და მეორე: თუ რუსულია 8 აგვისტოს გარდა სხვა დღეებში რატომ უნდა ეწეროთ და შავი სამკლაურები რატომ არ ეკეთათო რომ გეთქვა ეგ გასაგები იქნებოდა.
???
09 აგვისტო 2019 23:25
0
შეგვაზანზარე რა?! ალბათ 30 წლამდე ასაკის ხართ?! რავა უკუღმართად გაქვთ ახალგაზრდებს, თითქმის ყველას, ჭკუა მომართული?!
aburjga
12 აგვისტო 2019 08:45
0
ვიძახით საბურთალოს გაუმართლა და ჯგუფში შეიძლება მოხდესო, მარა გვინდა კი ეს ჯგუფი? იქ თუ ყველასთან ისე გავბითურდით, როგორც დღეს დინამო ღირს ასეთი ჯგუფში მოხვედრა და ყველას სამასხარაოდ გადაქცევა? თან იქ სამი ფეინორდის დონის გუნდი გვეყოლება ჯგუფში.აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
Nnn
08 აგვისტო 2019 23:44
32
რას ჰქვია,რა უნდა ჯგუფშიო?სწორედ ჯგუფში თამაში გვჭირდება,ძლიერ გუნდებთან თამაში,გამოცდილების მიღება და კლასის ამაღლება,დამატებით დიდ შემოსავალსაც რატომ უგულებელყოფთ?დიდი შემოსავალი კი უფრო ძლიერ ლეგიონერს ნიშნავს.დარწმუნებული ვარ,თუ გავაღწიეთ ჯგუფში,იქაც არ დავრჩებით უქულოდ და უგოლოდ.დინამოს თამაში კი არ იყო 0-4 -ს თამაში,ფორმისაგან და შეთამაშებისაგან შორს მყოფი ფეინოორდი,ბოლოსკენ ვეღარ გვიტევდა და უკვე ჩვენ დავიწყეთ გათანაბრებაზე თამაში,რომ არა გაძევება,ეს შეუძლებელი არ ჩანდა,მათი დაცვაც ხომ ძალიან ცდებოდა.ჯგუფში თამაში ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც მოუმატებდა ჩვენს კლუბებს და ასე ქვემოდან ზემოთ აღარ დაუწყებენ ყურებას მეტოქეებს
სოსო
09 აგვისტო 2019 09:30
3
აბა რას ბაქი-ბუქობდით ამას ვიზამთ იმას ვიზამთო ჯერ არ გადამხტარხართ და ოპლას ყვიროდით,თქვენ თავს 80-იან წლების დინამოს რატომ ადარებთ ხომ იცით რომ თქვენს შორის სხვაობა როგორც ცა და დედამიწაა.ხომ დაგსვათ ერთ ადგილზე.
maxo
08 აგვისტო 2019 23:32
8
აი რა იცის ძველბიჭობამ, როცა ასეთი საქციელი ბათუმთან ან ქუთაისთან გაგდის. შულაიას საქციელი სწორედ ჩვენი ჩემპიონატის სახეა. არ შეიძლება ჩისკოს დონის მწვრთნელი გყავდეს, კაცს რომელსაც ლიცენზიაც კი არ აქვს.
andro
09 აგვისტო 2019 00:24
1
და ვინმეს ჯეროდა რომ დინამო შედეგს დადობდა სანამ სპორტში არ ჩაიდობა დიდი ფინანსები ეგეთი ფარჩაკები ვიქნებით რაც ვართ ეხლ დიდი ფეხბურთი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული რომანტიზმის დრო წავიდა სპორტიდან
ირაკლი
08 აგვისტო 2019 23:43
12
ვაი თქვენს პატრონს ქართველებო. ყველაფერში ილუზიებით რომ ცხოვრობთ. სპორტშიც და ქვეყნის მართვაშიც.
გიორგი
08 აგვისტო 2019 23:36
26
რას ილანძღები შენ კარგად თუ ხარ
ზურა
09 აგვისტო 2019 00:23
3
ქართველების არა, გრუზინების.
ქართველი.
09 აგვისტო 2019 05:01
2
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად იმისა,რომ ძალზედ მწირი იყო ჩვენი შანსი ამ წყვილში,მაინც ძალიან დამეწვა გული!სამწუხაროდ ამ მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის თუ სად ვართ(რატომ ვართ ეს სხვა თემაა).ამ ყველაფერს აქვს როგორც ობიექტური,ისე სუბიექტური მიზეზები.რა ვქნათ რაცა ვართ ესა ვართ!ამ ეტაპზე ასეა და თუ არ დავიწყეთ ბავშთა ფეხბურთის სწორად განვითარებაზე ფიქრი დღესვე,უკეთესობა არც მომავალში გვექნება!
Alex.F
09 აგვისტო 2019 00:49
1
ქვეყნის სწორად განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, მარტო ბავშვთა ფეხბურთზე ფიქირი არ ეყოფა მაგ საქმეს
გიგა
09 აგვისტო 2019 01:06
4
82 წუთამდე თითქმის თანაბარი თამაში 0-1 იყო და უაზრო გაძევებით ჩვენით ხელით გავითხარეთ საფლავი.
გიოშა
08 აგვისტო 2019 23:39
22
ერთ თამაშში: წითელი ბარათი, საკუთარ კარში გატანილი გოლი, "აკიდებული" პენალტი, ტაიმის ბოლოს კონცენტრაციის დაკარგვა და გოლის (გოლების) გაშვება (მერამდენჯერ უკვე), ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმის და გამოუცდელობის ბრალია ალბათ. მაინც არაუშავს, გასაგებია ხდება ხოლმე ფეხბურთში, მაგრამ!!!!!! დაწყებიდანვე მუხლების კანკალით (რბილად რომ ვთქვათ) თამაში რა უბედურებაა ?!!!!
........
09 აგვისტო 2019 09:52
0
ჩემი სათქმელი თქვი რა! ასე დაშინებული რომ ითამაშებ იქ რა წარმატებაზეა საუბარი.
დავით 67
10 აგვისტო 2019 01:50
1

სიახლეები პოპულარული