"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
ის, რაც ეხლა ხდება, ს/კ "საბურთალოს" მიმართ, დილეტანტების მიერ ატეხილი ავადმყოფური "ისტერიაა"... მთავარი "დილეტანტ-პოპულისტი" ელისაშვილიც გამოჩნდა. ესენი საქართველოს პირველობაზე მისვლას არც კადრულობენ, და მზად არიან 20 წლის ნიჭიერი ბიჭები გაწირონ.
Teimurazi
17 აგვისტო 2019 10:21
10
ხელმძღვანელობამ და საბურთალოს დღევანდელმა შემადგენლობამ გაწირა საბურთალოს მომავალი თაობა ხალხს არ ვამტყუნებ ჩასაქოლები იყვნენ და ჩაქოლეს კიდეც მადლობა თქვან რომ მხოლოდ სიტყვიერად. თამაში გაყიდული იყო ფაქტია ამას მოწმობს კოხრეიძის საგოლე პასი მეტოქის ფეხბურთელზე და მიგინეიშვილის მინიშნება პენალტის შესრულებისას თუ საით ხტებოდა. მე არ მჯერა ამათი პატიოსნების ვისაც გჯერათ გაიარეთ არაა პრობლემა
912
17 აგვისტო 2019 12:44
1
ჩვენი ფეხბურთის პრობლემა არის კორუფცია ყველა დონეზე.
პოლიტიკურ განცხადებაში არ ჩამოთვალოდ და ბიძომ თუ გახსოვთ რომ თქვა 200 მილიონს ვთავაზობდი ფეხბურთის ფედერაციას ყოველ წელს ერთი პირობითო: ამ თანხის განკარგვა მისივე მივლინებულ აუდიტს უნდა გაეკონტროლებინა და ფედერაციამ უარი მითხრაო. თევზი თავიდან ყარსო.
სამაგიეროდ იგივე გააკეთა რაგბის მიმართულებით და გაამართლა.
ვეტერანი ფეხბურთელი
17 აგვისტო 2019 09:52
0
მართალია. მახსოვს. ზუსტად ეგრეა.....
ვაჟა
17 აგვისტო 2019 11:41
1
რა ფეხბურთიც და "ფეხბურთელები" გვაქს იმ დონის "კომენტატორები" და "ჟურნალისტები" გყვავს. ვიცი რომ დამბლოკავენ, მაგრამ მათი განკითხვის დროც მოდის მალე
grani
17 აგვისტო 2019 04:00
1
როდის უნდა დამთავრდეს ამდენი იმედგაცრუება. ძაან დავიღალეთ უკვე. რამე მოიმოქმედეთ ვისაც გეკისრებათ პასუხისმგებლობა გუნდებზე, ან დაანებეთ თავი საერთოდ ამ საქმეს. გადის ათწლეულები ყველა ვითარდება ასე თუ ისე ჩვენკი ერთადგილას ვართ..
დავით
17 აგვისტო 2019 09:36
0
ერთხელ მოურინიოს ჟურნალისტმა ჰჯითხა წნეხს ხომ არ განიცდითო? მოურინიომ უპასუხა არაო - წნეხი არის როდესაც ყოველდღიურად ფიქრობ ბავშვს რა აჭამოო და ასეთი მსოფლიოში ბევრიაო. მე მყავს ასეთი (ტუფლდახეული მამა-შვილი ნანახი სტადიონზე თბილისში - იმედით მოსული თქვენ? არა მგონია. რა დაიხვიეთ ეს წნეხი, რას ქვია წნეხს ვერ გაუძლეს? ნუ აპრავებთ ძალიან გთხოვთ.და ეს არ არია მიზეზი. არარტთან ბურთის გორაობა კი არა ხალხი ტანკს უვარდება სამშობლოსთვის. ანწუხელიძე თქვენზე პატარა ვაჟკაცი ბიჭზე თუ გსმენიათ რამე? ეჭვი მეპარება. წნეხს ვერ გაუძლეს ბიჭებმა მათ საგულშემატკივროდ მისული ხალხი რო დაინახეს. ფეზბურთი კი არა სანგრებში უნდა გიკრათ თავი და ნახვთ წნეხს.
სირცხვილია
16 აგვისტო 2019 23:26
1
მარტივი ლოგიკაა ბატონო ვაჟა, მალის რომ გაეტანა ან რეხვიაშვილის გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს, ძირითად დროში მაინც წავაგებდით 2:1-ს. ასე რომ უკრაინულ ვერსიას ნუ გამორიცხავთ ამ საბაბით.
Goga
16 აგვისტო 2019 22:53
2
სამარცხვინოა ეს ჟურნალისტები რას წერენ? ცოტა განათლება აუცილებელია და არ იქნებიან მერე ასეთი უგუნურები
asea
16 აგვისტო 2019 22:41
1
რა უხარიათ ნეტა? ორი სომეხი იყო მთელ გუნდში, მე ის მწყინს ჩვენები რო აგებენ ასე არაკომპეტენტურად, მოგლედ უბურთოდ თამაშს როდესმე თუ ვისწავლით, და ბურთის უაზროდ თრევას თუ დავანებებთ თავს, ნეტა ეს მწვრთნელებისაერთოდ თუ უყურებენ თანამედროვე ფეხბურთს?
დათო
16 აგვისტო 2019 22:15
4
რატო უნდა მოეგოთ?ერევანში აგებდნენ და გაუმართლათ.აქაც არ5აფრით უკეთესები არ იყვნენ არარატზე და თავის თავზე.რატო თვლის უმეტესობა რო ჩვენი მოსაგები იყო ვერ გამიგია
თამაზი
16 აგვისტო 2019 21:33
8
ეროვნული ზეიმის ტოლფასი არა ტოროლა , წააგეთ და ხირსეულათ მიიხეთ წაგება !!!
((()))
16 აგვისტო 2019 21:21
7
ჩემი ძმაკაცი დღეს ჩამოვიდა ერევნიდან,ტვირთი ჰქონდა წაღებული-სომხები გახარებული არიანო უზომოდო,მთელი ერევანი ზეიმობდაო.ქართულ ნომრებს რო ხედავდნენ ორი თითით v მაჩვენებდნენო.რაც შემეძლო მე კიდე ორი ხელით სუ კახურად ვაგინებდიო...კაცი გაოცებულია ამიხსენი ესეთი რა მოგვიგეს ან ვის მოუგესო...ასე გაახარა საბურთალომ სომეხი ერი...ისე მაინტერესებს როფის ააქვთ თამაში,როგორ გამოვლენ მინდორზე,თავაწულები???
G.l.
16 აგვისტო 2019 21:18
1

სიახლეები პოპულარული